თავში

მთავრობის ოპტიმისტური ეკონომიკური სცენარი

მთავრობის ოპტიმისტური ეკონომიკური სცენარი
მთავრობის ოპტიმისტური ეკონომიკური სცენარი

2020 წლის ბიუჯეტის პროექტს თან ერთვის ფინანსთა სამინისტროს მიერ შემუშავებული საქართველოს ეკონომიკის განვითარების განახლებული მაკროეკონომიკური 3 სცენარი: ეკონომიკის განვითარების საბაზო, პესიმისტური და ოპტიმისტური ალტერნატივები.

ფინანსთა სამინისტროს ოპტიმისტური ეკონომიკური სცენარის მიხედვით, ტურისტული სექტორის მოსალოდნელზე სწრაფი ზრდის შემთხვევაშიც კი, ოპტიმისტურ სცენარში მოსალოდნელია მინუს 2.7 პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა წლიურ ჭრილში. ფინანსთა სამინისტრო ამ გათვლას აკეთებს შემდეგი წინაპირობის გათვალისწინებით: 2020 წლის აპრილში ეკონომიკურმა ზრდამ -16.6 პროცენტი შეადგენია, ხოლო პირველი 4 თვის საშუალო ზრდამ -3.6 პროცენტი.

ოპტიმისტური სცენარის მთავარი დაშვებაა, რომ ეკონომიკური კრიზისი იქნება ლოკალიზებული ძირითადად ტურისტულ სექტორში და სხვა სეტორებზე ნაკლებ გავლენას მოახდენს. 

"ასეთ შემთხვევაში, ლიკვიდობის პრობლემები ეკონომიკის გაცილებით ნაკლებ ნაწილს მოიცავს და შესაბამისად, საგადასახადო შემოსავლებიც უკეთ გამოიყურება. საბაზისო სცენართან შედარებით, 2020 წელს ოპტიმისტურ სცენარში საგადასახადო შემოსავლების მშპ-სთან თანაფარდობა 1.1 პროცენტული პუნქტით მაღალია და 22.0 პროცენტს შეადგენს. შედეგად, საგადასახადო შემოსავლები 776 მლნ ლარით აღემატება საბაზისო სცენარის პროგნოზს, რაც მიედინება ფისკალური ბუფერების გასაძლიერებლად და მოხმარდება შემდგომი წლების დაფინანსების საჭიროებებს," - აღნიშნულია ფინანსთა სამინისტროს მიერ წარდგენილ საქართველოს ეკონომიკის განვითარების განახლებულ მაკროეკონომიკურ სცენარებში, რომლებიც 2020 წლის ბიუჯეტის პროექტს ერთვის თან.

ცნობისთვის, საბაზო სცენარის მიხედვით, სასაზღვრო შეზღუდვების გამო, წელს ტურიზმის შემოსავალი წინა წელთან შედარებით 50%-ით შემცირდება. მთავრობის დათვლით, კლება ამ მიმართულებით $1.65 მილიარდი დოლარი იქნება. პესიმისტური სცენარით კი ტურიზმის შემოსავლის შემცირება წელს 80% იქნება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system