თავში

მთავრობის პესიმისტური ეკონომიკური სცენარი

მთავრობის პესიმისტური ეკონომიკური სცენარი
მთავრობის პესიმისტური ეკონომიკური სცენარი

2020 წლის ბიუჯეტის პროექტს თან ერთვის ფინანსთა სამინისტრომ საქართველოს ეკონომიკის განვითარების განახლებული მაკროეკონომიკური 3 სცენარი: ეკონომიკის განვითარების საბაზო, პესიმისტურ და ოპტიმისტურ ალტერნატივები.

საბაზო სცენარის მიხედვით, სასაზღვრო შეზღუდვების გამო, წელს ტურიზმის შემოსავალი წინა წელთან შედარებით 50%-ით შემცირდება. მთავრობის დათვლით, კლება ამ მიმართულებით $1.65 მილიარდი დოლარი იქნება. პესიმისტური სცენარით კი ტურიზმის შემოსავლის შემცირება წელს 80% იქნება.

მთავრობის პესიმისტური სცენარი ეყრდნობა დაშვებას, რომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა მწვავედ შენარჩუნდება და მატერიალიზდება, ან მნიშვნელოვნად იდგება მეორე ტალღის წარმოქმნის რისკი, რის გამოც საჭირო გახდება მკაცრი რეჟიმის შენარჩუნება/შემდგომი გამკაცრება.

"სავაჭრო პარნიორი ქვეყნების ეკონომიკური პროგნოზები ემთხვევა საბაზისო სცენარის პირობებს, მაგრამ გაცილებით მკაცრია საზღვრების ჩაკეტვის ხანგრძლივობა. შესაბამისად, წლის ჯამში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 80 პროცენტით შემცირდება. შემცირდება ასევე ტურისტული მომსახურების იმპორტი და ვაჭრობა 20-30 პროცენტით. ვინაიდან პესიმისტური სცენარი უფრო მძიმე ეპიდმიოლოგიურ პირობებს ითვალისწინებს, არასწორი იქნებოდა დაშვება, რომ ასეთ პირობებში მიმდინარე ხარჯები უცვლელად შენარჩუნდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ კონკრეტული ეპიდემიოლოგიური სცენარის გარეშე ეპიდემიის შეკავებისათვის აუციელბელი ხარჯების წინასწარ შეფასება შეუძლებელია, მაკრო-ფისკალური სურათის უკეთ წარმოსადგენად, ჩვენ მიანც ვაკეთებთ დაშვებას მომდინარე ხარჯების გარკვეულწილად ზრდის შესახებ ეპიდემიასთან დაკავშირებით. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ეს არ წარმოადგენს რაიმე სახის წინასწარ მომზადებული პაკეტის აღწერას, არამედ კეთდება მხოლოდ და მხოლოდ პესიმისტური სცეანრის უკეთ წარმოსადგენად. პესიმისტური სცენარი ასახავს ერთგავრ სტრეს-ტესტს, იმ დაშვებით, რომ უფრო მძიმე ეკონომიკური რეცესიისა და ფისკალური ტვირთის პირობებში როგორი მაკრო-ფისკალური სცენარია მოსალოდნელი," - ვკითხულობთ ფინანსთა სამინისტროს მიერ წარდგენილ საქართველოს ეკონომიკის განვითარების განახლებულ მაკროეკონომიკურ სცენარებში, რომლებიც 2020 წლის ბიუჯეტის პროექტს ერთვის თან.

დოკუმენტის მიხედვით, პესიმისტური სცენარის განხორციელების შემთხვევასი, შემცირებული ნომინალური მშპ-ს ფონზე მცირდება საგადასახადო შემოსავლები. ნეგატიურ სცენარში გადასახადები საბაზისო სცენართან შედარებით 742, ხოლო წინა წელთან შედაებით 1,650 მლნ ლარით მცირდება. 

"ვინაიდან ნეგატიური სცენარი ვირუსის ეპიდემიის გავრცელების უფრო მკაცრ დაშვებებს ეყრდნობა, დაახლოებით 1.5-ჯერ პროცენტით იზრდება ეპიდემიასთან ბრძოლისათვის გამოყოფილი ბიუჯეტი და, შედეგად, ფისკალური დეფიციტი საბაზისო სცენართან შედარებით 8.3-დან მშპ-ს 10.8 პროცენტამდე იზრდება, ხოლო მთავრობის მთლიანი ვალი 60 პროცენტიან ზღვარს უახლოვდება და მშპ-ს 59.7 პროცენტს აღწევს. ვალის ზრდაზე ასევე გავლენას ახდენს ვალუტის კურსის გაუფასურება, რომელიც ნეგატიურ სცენარში უფრო მაღალ დონეზეა მოსალოდნელი. შემდგომ წლებში ვალი დაღმავალ ტენდენციას შეიანრჩუნებს," - წერია დოკუმენტში.

ცნობისთვის, მთავრობის საბაზისო სცნარის მიხედვით, პანდემიასთან დაკავშირებული მოვლენები მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს ეკონომიკურ მდგომარეობაზე რეგიონში და საქართველოს სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში, რაც პარალელრუად გავლენას იქონიებს საქართველოს ეკონომიკაზე სავაჭრო არხის მეშვებით. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system