თავში

მთავრობის სოციალური დახმარების ახალი პაკეტის ბიუჯეტი 410 მილიონი ლარია

მთავრობის სოციალური დახმარების ახალი პაკეტის ბიუჯეტი 410 მილიონი ლარია
მთავრობის სოციალური დახმარების ახალი პაკეტის ბიუჯეტი 410 მილიონი ლარია

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, მთავრობის მიერ გამოცხადებული ახალი სოციალური დახმარების პროგრამების ბიუჯეტი 410 მილიონი ლარია. მისი თქმით, ახალი სოციალური დახმარება ნაწილობრივ სტოპკოვ ფონდში მობილიზებული თანხიდან ფინანსდება.

„მოგეხსენებათ, რომ სტოპკოვ ფონდში მობილიზებულია 130 მილიონი. ესეც უკვე ბიუჯეტის ფულია, ბიუჯეტის ნაწილია. ნაწილობრივ აქედან და დანარჩენი იქნება საბიუჯეტო სახსრები. ამ დახმარების მიზანია კონკრეტული სოციალური ფართო ჯგუფების და პირველ რიგში ბავშვების დახმარება“, - განაცხადა გახარიამ.

მისივე თქმით, კომუნალური დახმარების ნაწილში გამოყოფილია დაახლოებით 200 მილიონი ლარი, ხოლო ბავშვების დახმარების ნაწილში - დაახლოებით 170 მილიონი ლარი.

მთავრობა მოქალაქეების დახმარების მესამე ეტაპს იწყებს. ანტიკრიზისული გეგმის მეორე ეტაპი, რომელიც თვითდასაქმებულების დახმარებას ითვალისწინებდა, დაიხურა.

ერთადერთი, რაც სოციალურ-ეკონომიკური დახმარების მესამე ეტაპის შესახებაა ცნობილი, არის ის, რომ მთავრობა კომუნალურ გადასახადებს მოსახლეობას ზამთარშიც გადაუხდის. ასევე 17 წლამდე საქართველოს ყველა მოქალაქე დახმარებას მიიღებს. ყველა სტუდენტს, რომელსაც სოციალური ქულა 150 ათასამდე აქვს, სახელმწიფო ერთი სემესტრის, 2020-2021 სასწავლო წელს აუნაზღაურებს. ყველა თვითდასაქმებული, ვინც მთავრობას 300-ლარიანი დახმარებისთვის მიმართა, მათ შორის ისინი, ვინც წარსადგენი დოკუმენტაციის შესახებ მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილა და დახარვეზდა, 300-ლარიან დახმარებას მიიღებს. სხვა დეტალი, კიდევ დახმარების რა პაკეტს შესთავაზებს მთავრობა მოქალაქეებს, ცნობილი უახლოეს მომავალში გახდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system