თავში

მთავრობა მოქალაქეებს კომუნალურ გადასახადებს ზამთარშიც გადაუხდის

მთავრობა მოქალაქეებს კომუნალურ გადასახადებს ზამთარშიც გადაუხდის
მთავრობა მოქალაქეებს კომუნალურ გადასახადებს ზამთარშიც გადაუხდის

მთავრობა საქართველოს მოქალაქეებს კომუნალურ გადასახადებს ნოემბრის, დეკემბრის, იანვრისა და თებერვალის თვეშიც აუნაზღაურებს. 

ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

იმისთვის, რომ ჩვენი მოქალაქეების ოჯახების შემოსავლების კლება, ან სამუშაო ადგილების დაკარგვა დავაკომპენსიროთ, მთავრობამ მიიღო გადაწყეტილება კომუნალური გადასახადების მხარდაჭერის თვალსაზრისით ეს პროგრამა გაგრძელდეს ზამთრის 4 თვის განმავლობაში. ეს იქნება ნოემბერი, დეკემბერი, იანვარი და თებერვალი. იგივე პრინციპით როგორც აქამდე იყო - 200 კილოვატ საათი ელექტროენერგიის და 200 კუბური მეტრი გაზის მოხმარება იქნება მთავრობის მიერ კომპენსირებული. ჩვენს შედარებით შეძლებულ მოქალაქეებს ექნებათ პროგრამულად შესაძლებლობა ასეთ დახმარებაზე თქვან უარი“,- განაცხადა გახარიამ.

ცნობისთვის, მთავრობამ მოქალაქეებს ზაფხულის 3 თვის კომუნალური გადასახადი უკვე დაასუბსიდირა.

COVID-19-ის წინააღმდეგ საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების ანგარიშში აღნიშნულია, რომ ელექტროენერგიის გადასახადის შეღავათით 3 თვის განმავლობაში 1.2 მილიონზე მეტმა, ხოლო ბუნებრივი აირის გადასახადის შეღავათით 670 ათასზე მეტმა აბონენტმა ისარგებლა.

მოსახლეობის კომუნალური გადასახადების დასაფარად 170 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა.

შეგახსენებთ, მთავრობა მოქალაქეების დახმარების მესამე ეტაპს იწყებს. ანტიკრიზისული გეგმის მეორე ეტაპი, რომელიც თვითდასაქმებულების დახმარებას ითვალისწინებდა, დაიხურა.

ერთადერთი, რაც სოციალურ-ეკონომიკური დახმარების მესამე ეტაპის შესახებაა ცნობილი, არის ის, რომ მთავრობა კომუნალურ გადასახადებს მოსახლეობას ზამთარშიც გადაუხდის. ასევე 17 წლამდე საქართველოს ყველა მოქალაქე დახმარებას მიიღებს. ყველა სტუდენტს, რომელსაც სოციალური ქულა 150 ათასამდე აქვს, სახელმწიფო ერთი სემესტრის, 2020-2021 სასწავლო წელს აუნაზღაურებს. ყველა თვითდასაქმებული, ვინც მთავრობას 300-ლარიანი დახმარებისთვის მიმართა, მათ შორის ისინი, ვინც წარსადგენი დოკუმენტაციის შესახებ მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილა და დახარვეზდა, 300-ლარიან დახმარებას მიიღებს. სხვა დეტალი, კიდევ დახმარების რა პაკეტს შესთავაზებს მთავრობა მოქალაქეებს, ცნობილი უახლოეს მომავალში გახდება.

მთავრობის სოციალური დახმარების ახალი პაკეტის ბიუჯეტი 410 მილიონი ლარია. ახალი სოციალური დახმარებები ნაწილობრივ სტოპკოვ ფონდში მობილიზებული თანხიდან ფინანსდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system