თავში

მწვანე წყალბადის განვითარების სტრატეგია მუშავდება

მწვანე წყალბადის განვითარების სტრატეგია მუშავდება
მწვანე წყალბადის განვითარების სტრატეგია მუშავდება

„ვმუშაობთ მწვანე წყალბადის წარმოებისთვის საჭირო რესურსების შეფასების ანგარიშის მომზადებაზე, ასევე მიმდინარეობს მწვანე წყლაბადის ტრანსპორტირების საკითხის შესწავლა“, - ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორმა, გიორგი ჩიქოვანმა ფონდის მიმდინარე და სამომავლო პროექტების პრეზენტაციაზე განაცხადა. მისივე თქმით, აღნიშნული კვლევების დასრულების შემდგომ, დონორი ორგანიზაციებისა და სხვადასხვა ექსპერტების ჩართულობით, იგეგმება მწვანე წყალბადის განვითარების სტრატეგიის შემუშავება, რომელიც საშუალებას მისცემს ადგილობრივ და უცხოურ ინვესტორებს, ზუსტად დაინახონ და შეაფასონ საქართველოში მწვანე წყალბადის განვითარების ბიზნეს პოტენციალი.

„პარალელურად მიმდინარეობს საკანონმდებლო ბაზის შემუშავება, სადაც გათვალისწინებული იქნება მწვანე წყალბადის წარმოების, ტრანსპორტირების და ვაჭრობის საკითხები. ასევე მიმდინარეობს მწვანე წყალბადის პროექტების ხელშეწყობის მექანიზმებზე მუშაობა“, - განაცხადა გიორგი ჩიქოვანმა და დასძინა, რომ მიმდინარე წელს მწვანე წყალბადის საპილოტე პროექტის დაწყება იგეგმება.

საქართველომ წყალბადის ეკონომიკის განვითარების კურსი აიღო, რომლის საფუძველი „მწვანე“ წყალბადია. ქვეყნის მთავრობამ შეთანხმებას უკვე მოაწერა ხელი ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკთან. EBRD-ი საქართველოს დაეხმარება ქვეყნის საჭიროების შეფასების ტექნიკურ კვლევასა და ეკოლოგიურად სუფთა წყალბადის წარმოებაში. ასევე, არსებული აქტივების მოდერნიზაციაში. ტექნიკური თანამშრომლობა რამდენიმე წელს გაგრძელება, რის შემდეგაც პოტენციური ინვესტიციების ვადები განისაზღვრება. საქართველო "მწვანე“ წყალბადის წარმოების გლობალურ პროცესს უერთდება.

მწვანე წყალბადის წარმოების განვითარება ელექტროენერგიის მზარდი მოთხოვნის დაკმაყოფილების ერთ-ერთ ალტერნატივად განიხილება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system