თავში

ნავთობი გაძვირებას აგრძელებს

ნავთობი გაძვირებას აგრძელებს
ნავთობი გაძვირებას აგრძელებს

თებერვლის პირველ ნახევარში ნავთობის ფასების ზრდა გაგრძელდა, Brent ტიპის ნავთობმა ერთი წლის განმავლობაში პირველად გადააჭარბა $60-ს. 

ამის შესახებ აღნიშნულია galt & taggart-ის გლობალური ბაზრის მიმოხილვაში.

გლობალური ბაზრის მიმომხილველთა შეფასებით, აღნიშნულ ზრდას ხელს უწყობს ვაქცინებით გამოწვეული ეკონომიკური აღდგენის მოლოდინები, მსხვილი სტიმულირების პაკეტები და ნავთობმწარმოებლების მხრიდან შემცირებული მიწოდება. 

"ბევრი ანალიტიკოსი 2021 წელს ნავთობის ფასების ზრდის გაგრძელებას მოელის, ზოგი მათგანი კი ნავთობის ფასების მნიშვნელოვან ზრდას პროგნოზირებს," - ვკითხულობთ კვლევაში.

ანალიტიკოსების შეფასებით, ნავთობის ფასების ზრდას ხელს უწყობს OPEC–ის ქვეყნების მხრიდან წარმოების დაბალი მოცულობებიც,

შეგახსენებთ, 2020 წელს, ნავთობდამოკიდებული ეკონომიკები 3.4-4.3% ფაგლებში შემცირდა. 2020 წელს პანდემიასთან დაკავშირებული მოთხოვნა-მიწოდების შეფერხებამ ფინანსურ ბაზრებზე უპრეცედენტო მერყეობა გამოიწვია.

"მოთხოვნის შოკის შედეგად მსოფლიოში ნავთობის ფასები 2020 წლის აპრილში რეკორდულ ნიშნულზე -$37-მდე დაეცა. თუმცა, ნავთობის მომპოვებელი ქვეყნების მიერ წარმოების შემცირებამ ნავთობის ფასები მალევე $30-40 ნიშნულზე დააბრუნა. 2020 წლის ბოლოსთვის გაუმჯებესებული მოლოდინების შედეგად ნავთობის ფასმა (WTI) $50-ს მიაღწია," - ვკითხულობთ ანგარიშში.

2020 წლის მარტის შემდეგ, WTI ნავთობის ფასმა ბარელზე $50-ს პირველად 2021 წლის იანვარში გადააჭარბა . ანალიტიკოსების შეფასებით, ნავთობის ფასების ზრდაზე გავლენა მოახდინა ვაქცინისა და სტიმულირების პაკეტთან დაკავშირებულმა სიახლეებმა. ასევე მოულოდნელი იყო საუდის არაბეთის მხრიდან წარმოების მოცულობის შემცირების შესახებ გადაწყვეტილება (თებერვალ-მარტში წარმოება დღეში 1 მლნ ბარელით შემცირდება).

ნოემბერში ნავთობის ფასის ზრდა სპეციალისტებმა ეკონომიკების გახსნისა და გაუმჯობესებული მოლოდინით ახსნეს.

შეგახსენებთ, ოქტომბერში ნავთობისა და ოქროს ფასი დაეცა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system