თავში

ნავთობპროდუქტების მსხვილი მწარმოებლები ზარალზე გავიდნენ

ნავთობპროდუქტების მსხვილი მწარმოებლები ზარალზე გავიდნენ
ნავთობპროდუქტების მსხვილი მწარმოებლები ზარალზე გავიდნენ

ნავთობპროდუქტების მწარმოებელმა მსხვილმა კომპანიებმა, როგორიცაა BP და ExxonMobil, ათწლეულის განმავლობაში პირველად წელი ზარალილთ დაასრულეს. 

ამის შესახებ აღნიშნულია galt and taggart-ის გლობალური ბაზრის მიმოხილვაში. 

ანალიტიკოსების ინფორმაციით, BP-მ 2020 წელს $5.7 მილიარდის ზარალი მიიღო, ხოლო ExxonMobil-ის ზარალმა $22 მილიარდი შეადგინა.

2020 წელი ნავთობის ბაზრისთვის რთული აღმოჩნდა. შარშან პანდემიასთან დაკავშირებული მოთხოვნა-მიწოდების შეფერხებამ ფინანსურ ბაზრებზე უპრეცედენტო მერყეობა გამოიწვია, რის გამოც, 2020 წელს, ნავთობდამოკიდებული ეკონომიკები 3.4-4.3% ფაგლებში შემცირდა. 2020 წელს 

"მოთხოვნის შოკის შედეგად მსოფლიოში ნავთობის ფასები 2020 წლის აპრილში რეკორდულ ნიშნულზე -$37-მდე დაეცა. თუმცა, ნავთობის მომპოვებელი ქვეყნების მიერ წარმოების შემცირებამ ნავთობის ფასები მალევე $30-40 ნიშნულზე დააბრუნა. 2020 წლის ბოლოსთვის გაუმჯებესებული მოლოდინების შედეგად ნავთობის ფასმა (WTI) $50-ს მიაღწია," - განმარტავენ გლობალური ბაზრის მიმომხილველები.

2020 წლის მარტის შემდეგ, WTI ნავთობის ფასმა ბარელზე $50-ს პირველად 2021 წლის იანვარში გადააჭარბა . ანალიტიკოსების შეფასებით, ნავთობის ფასების ზრდაზე გავლენა მოახდინა ვაქცინისა და სტიმულირების პაკეტთან დაკავშირებულმა სიახლეებმა. 2020 წლის ნოემბერში ნავთობის ფასის ზრდა სპეციალისტებმა ეკონომიკების გახსნისა და გაუმჯობესებული მოლოდინით ახსნეს.

ნავთობისა და ოქროს ფასი დაეცა გასული წლის ოქტომბეტშიც.

რაც შეეხება 2021 წლის პროგნოზს ნავთობის ბაზრისთვის, საერთაშორისო ანალიტიკოსების პროგნოზით, მოსალოდნელია, რომ საუდის არაბეთის მიერ წარმოების ნებაყოფლობით შემცირება (დღეში 1 მილიონი ბარელით) 2021 წლის თებერვლიდან დაიწყება და აპრილამდე გაგრძელდება, რაც, ნავთობის ფასების სტაბილურობას შეუწყობს ხელს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system