თავში

ნიკოლოზ გაგუა: S&P Global-ის რეიტინგის შენარჩუნება ძალიან მნიშვნელოვანია

ნიკოლოზ გაგუა: S&P Global-ის რეიტანია
ნიკოლოზ გაგუა: S&P Global-ის რეიტინგის შენარჩუნება ძალიან მნიშვნელოვანია

ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუამ განაცხადა, რომ სარეიტინგო სააგენტო S&P Global-ის საინვესტიციო რეიტინგის მიღება მნიშვნელოვანია. მისი თქმით, 2021 წელს საქართველოს ეკონომიკა 4%-ით გაიზრდება, რაც რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იქნება. 

„მიუხედავად პერსპექტივის გაუარესებისა, რომელიც ძირითადად სააგენტოს ტურიზმის გლობალური პერსპექტივის შეფასებას უკავშირდება, ძალიან მნიშვნელოვანია ეს რეიტინგის შენარჩუნება. საქართველოს მთავრობის მთავარ მიზნად კვლავაც რჩება საინვესტიციო რეიტინგის მიღება, რასაც ჩვენ 2024 წელს ვგეგმავთ. მათი პროგნოზით, 2021 წელს საქართველოს ეკონომიკა 4%-ით გაიზრდება და ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი რეგიონში“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

სარეიტინგო სააგენტო S&P Global-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი უცვლელად "BB" დონეზე დატოვა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system