თავში

პანდემიურ წელს ყველაზე მეტი ავტომობილი Toyota-მ გაყიდა

პანდემიურ წელს ყველაზე მეტი ავტომობილი Toyota-მ გაყიდა
პანდემიურ წელს ყველაზე მეტი ავტომობილი Toyota-მ გაყიდა

იაპონურმა ავტომწარმოებელმა Toyota Motor-მა 2020 წელს 9,53 მილიონი ავტომობილი გაყიდა, რაც ავტოინდუსტრიაში წლის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. 

2020 წლის ბოლოს Toyota Motor-ის წარმოებამ კომპანიის ისტორიაში რეკორდულ დონეს მიაღწია. ამის ძირითადი მიზეზი ჩინეთში გაზრდილი მოთხოვნა გახდა.

2019 წელთან შედარებით Toyota Motor-ის გაყიდვები 11,3%-ით შემცირდა. თუმცა, მისმა მთავარმა კონკურენტმა, გერმანულმა Volkswagen-მა 2020 წელს მხოლოდ 9,3 მილიონი ავტომობილი გაყიდა, რამაც Toyota Motor-ი მსოფლიო ლიდერად აქცია. 

ბოლოს რეიტინგის სათავეში Toyota Motor-ი 2015 წელს იმყოფებოდა.

ევროპის საავტომობილო მწარმოებელთა ასოციაციის (ACEA) ცნობით, გასულ წელს ევროკავშირის ბაზარზე სულ 9.9 მილიონი ერთეული ავტომობილი გაიყიდა. გაყიდვები ყველაზე მეტად, 32.3%-ით შემცირდა ესპანეთის ბაზარზე, კლების მასშტაბით მეორეა იტალია (-27.9%), შემდეგ მოდის საფრაგეთი (-25.5%) და გერმანია (-19.1%).

გამონაკლისის არც საქართველოა. იმპორტში კლების დინამიკით ავტომობილები პირველ ადგილზეა. შემცირება $348 მილიონს აჭარბებს. 2020 წელს სატვირთო ავტომობილების იმპორტი შემცირებულია -0.4-ით. მასში გადახდილია $72 მილიონი დოლარი.

განახევრებულია საქართველოდან ავტომობილების რეექსპორტი. აქ ვარდნა $329 მილიონ დოლარს აღწევს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system