თავში

პროგრამა “გადაიღე საქართველოში” შეიძლება გაუქმდეს

​პროგრამა “გადაიღე საქართველოში” შეიძლება გაუქმდეს
პროგრამა “გადაიღე საქართველოში” შეიძლება გაუქმდეს

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ჯერ კიდევ მარტის დასაწყისში აცხადებდა, რომ მიმდინარე წელს, რამდენიმე ინფრასტრუქტურული პროექტი აზრს დაკარგავს, რადგან კორონავირუსმა ქვეყანას ახალი ეკონომიკური რეალობა შესთავაზა.

სპეციალისტების აზრით, ფუნქციადაკარგულ პროეტებს შორის აღმოჩნდება სამთავრობო პროგრამა "აწარმოე საქართველოში-ს" ერთ-ერთი მიმართულება  “გადაიღე საქართველოში”. 

პროექტი ორიენტირებული იყო ტურიზმის განვითარებაზე და მისთვის 2020 წლის ბიუჯეტში 20 მლნ ლარი იყო ჩადებული.

"აწარმოე საქართველოში" პროგრამის კინოინდუსტრიის წამახალისებელი კომპონენტის „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში სულ განხორციელებულია 31 უცხოური პროექტი.

2019 წელს პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში შემოსულია 31 განაცხადი, საიდანაც გადაღებები დასრულდა 15 ფილმზე, დამატებით 16 ფილმზე კი გადაღებები უეხლოეს მომავალში უნდა დაწყებულიყო, რომ არა კორონავირუსის პანდემიური აფეთქება.

აღნიშნული პროექტების განხორციელების შედეგად საქართველოში ჯამურად 113.2 მილიონ ლარზე მეტი უნდა დახარჯულიყო, გადაღებებისას კი დასაქმებდებოდა 17 150-ზე მეტი ადამიანი.

პროგრამის ფარგლებში 10 პროექტს, რომლებიც პროგრამის ფარგლებში ე.წ cash rebate მექანიზმით სარგებლობდნენ, საქართველოში დახარჯული ბიუჯეტის კვალიფიციური ხარჯების 20% უკვე აუნაზღაურდა. ეს კი როგორც ეკონომისტებისა და ფინანსისტების, ასევე კინოანალიტიკოსების შეფასებით, კიდევ უფრო მეტ პროდიუსერს უჩენდა ინტერესს გადმოეტანათ კინოწარმოება საქართველოში, რომ დაებრუნებინათ კინოგადაღებებზე დახარჯული თანხის ნაწილი.

ცნობისთვის, 2019 წელს პროგრამის ფარგლებში, პირველი ჰოლივუდის პროექტის გადაღებები, კერძოდ ამერიკული ცნობილი ფილმის "ფორსაჟი 9" გადაღებები განხორციელდა.

კინომცოდნეები საქართველოს პოპულარიზაციას კონოინდუსტრიაში ცალსახად დადებითად აფასებენ და ხელისუფლებას სულ ცოტა ხნის წინ  "გადაიღე საქართველოში-ს" დაფინანსების ზრდასაც ურჩევდნენ, რადგან, მათი თქმით, კინოინდუსტრია კავშირშია ეკონომიკის ყველა სექტორთან, რადგან კინოწარმოებიდან შემოსული თანხები პირდაპირ ეკონომიკაში იხარჯება. მათი თქმით, ის, ტურიზმის მსგავსად, შემოსავლებს უზრდის კვების ობიექტებს, სასტუმროებს და წარმოებასაც კი.

თუმცა დღეს კინომცოდნეებისა და ეკონომისტებიც თანხმდებიან რომ კორონავირუსმა ყველა და ყველაფერი დისტანციური გადახადა, "გადაიღე საქართველოშიც" უფუნქციოდ დატოვა, ისვე როგორც ეკონომიკის სხვა დარგები.

ცნობისთვის, პროექტ "გადაიღე საქართველოშის" ხელისუფლება ტურიზმის მასტიმულირებლადაც განიხილავდა და არაა გამორიცხული, ეს პროექტი, რაიმე კუთხით, ჩადებული იყოს იმ პოსტკრიზისულ გეგმაში, რომელსაც ეკონომიკის სამინისტრო პრემიერ-მინისტრის დავალებით სპეციალურად ტურინდუსტრიისთვის ამუშავებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system