თავში

ყარაბაღში აზერბაიჯანი ორ საერთაშორისო აეროპორტს ააშენებს

ყარაბაღში აზერბაიჯანი ორ საერთაშორისო აეროპორტს ააშენებს
ყარაბაღში აზერბაიჯანი ორ საერთაშორისო აეროპორტს ააშენებს

აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის განცხადებით, ლაჩინის ან ქალბაჯარის რაიონებში თანამედროვე საერთაშორისო აეროპორტი აშენდება. აღნიშნული რაიონები მთაგორიანია და აეროპორტის მშენებლობისთვის შესაფერისი ადგილის გამონახვა ჭირს, თუმცა, ალიევის თქმით, შესაბამისი სამუშაოები უკვე მიმდინარეობს.

„რთულია შესაფერისი ადგილის პოვნა, მაგრამ კვლევა მიმდინარეობს და იმედი მაქვს, რომ ინფორმაციას უახლოეს მომავალში მომაწვდიან. ასე, რომ ახალი საერთაშორისო აეროპორტი ლაჩინში ან ქალბაჯარში აშენდება,“- განაცხადა ილჰამ ალიევმა.

მეორე აეროპორტი ქალაქ ფიზულში აშენდება. 

”მე მივეცი ინსტრუქცია, უახლოეს მომავალში დაიწყება მშენებლობა”, - თქვა ალიევმა და დასძინა, რომ ყარაბაღში საერთაშორისო აეროპორტების მშენებლობა ძალზე მნიშვნელოვანია აზერბაიჯანის ამ რეგიონის განვითარებისთვის, რადგან ეს რეგიონს მისცემს შესაძლებლობას მიიღოს ნებისმიერი ტიპის თვითმფრინავები. 

”ეს ასევე შექმნის ხელსაყრელ პირობებს სამომავლოდ, როგორც შიდა, ასევე საერთაშორისო ტურიზმის განვითარებისათვის. ჩვენმა ავიაკომპანიამ AZAL სერიოზულად უნდა იმუშაოს საერთაშორისო ფრენების ორგანიზების საკითხზე, რათა უზრუნველყოს საჰაერო ტრანსპორტირება ჩვენი მეზობელი ქვეყნებისკენ ფიზულში აეროპორტის გახსნისთანავე, ”- აღნიშნა პრეზიდენტმა ალიევმა.

შეგახსენებთ, ფიზული, ლაჩინისა და ქალბაჯარის რაიონები აზერბაიჯანის კონტროლის ქვეშ 10 ნოემბერს რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრს შორის გაფორმებული სამმხრივი შეთანხმების საფუძველზე გადავიდა.

აეროპორტი რეგიონს ეკონომიკურად განავითარებას. ამავე ზონაში, ყარაბაღში კერძოდ, ნახიჩევანში აშენდება რკინიგზაც., რაც კიდევ უფრო გააქტიურებს ამ რეგიონის ეკონომიკურ განვითარებას. ჰორადიზიდან ზანგილანამდე, ანუ სომხეთთან საზღვრამდე რკინიგზის მშენებლობას მაქსიმუმ ორი წელი დასჭირდება.მისივე თქმით პროექტის განსახორციელებლად პრაქტიკული სამუშაოების უახლოეს დღეებში დაიწყება. პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება უკვე მზადდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system