თავში

ყარაბაღში ინვესტიციის სურვილს უცხოელი ინვესტორები გამოთქვამენ

ყარაბაღში ინვესტიციის სურვილს უცხოელი ინვესტორები გამოთქვამენ
ყარაბაღში ინვესტიციის სურვილს უცხოელი ინვესტორები გამოთქვამენ

ყარაბაღში ინვესტიციის სურვილს უცხოელი ინვესტორები გამოთქვამენ. ამის შესახებ აღინიშნა სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე, რომელიც აზერბაიჯანის მთავრობა სპეციალურად შექმნა ოკუპაციისგან განთავისუფლებულ ტერიტორიებზე ეკონომიკური საკითხებზე სამუშაოდ. ქვეყნის პრეზიდენტის 2020 წლის 24 ნოემბრის ბრძანებით შექმნილი საკოორდინაციო შტაბს ხელმძღვანელობს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი სამირ ნურიევი. აღმოჩნდა, რომ  უცხოური კომპანიები გამოთქვამენ მზადყოფნას მიიღონ მონაწილეობა ყარაბაღის აღდგენისა და რეკონსტრუქციის საინვესტიციო პროექტებში. 

აზერბაიჯანის ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების სააგენტოს უკვე მიღებული აქვს 409 განცხადება ფიზიკური და იურიდიული პირებისგან.  მათგან 104 განცხადება, ანუ 25%-ი  ეხება ვაჭრობასა და მომსახურებას, 93 (23%) - ინდუსტრიას, 69 (17%) - სოფლის მეურნეობას, 70 (17%) - მშენებლობას, 34 (8%) - ტურიზმს, 5 (1,2%) - განათლებას, 1 (0.2%) - ტრანსპორტსა და ლოგისტიკას, ხოლო 33 (8.5%) სხვა ტიპის განცხადებებზე მოდის ჯამურად. 

მიღებული 409 განცხადებიდან, 53 განცხადება ეკუთვნის 12 უცხო ქვეყნის წარმომადგენელ კომპანიას. ყარაბაღში საქმის წამოწყების სურვილს გამოთქვამენ ძირითადადა თურქეთის, რუსეთის, პაკისტანის, უნგრეთის, ყაზახეთის, ინვესტორი კომპანიები. 

შწეგახსენებთ, თებერვალში აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა მთიანი ყარაბაღის აღდგენის საერთო პლატფორმაზე საქართველოც მოიხმო. მისი შეფასებით, სამუშაო ჯგუფის საქმიანობა, რომელიც სომხეთის, აზერბაიჯანისა და რუსეთის ვიცე პრემიერ-მინისტრებისგან შედგება, მთელი რეგიონისთვის მნიშვნელოვანია.

"როგორც თურქეთს, ისე ირანს, და მომავალში, სურვილის არსებობის შემთხვევაში, საქართველოს, შეუძლია, შეუერთდეს ამ პლატფორმას", - აღნიშნა ალიევმა.

შეგახსენებთ, სომხეთისა და აზერბაიჯანის ომი ყარაბაღში შარშან 27 სექტემბერს დაიწო და 10 ნოემბრამდე გაგრძელდა. აზერბაიჯანმა, სომხეთმა და რუსეთმა 10 ნოემბერს ხელი მოაწერეს ერთობლივ განცხადებას მთიანი ყარაბაღის ომის დასრულების შესახებ და ბაქომ კონტროლი აიღო ყარაბაღის რამდენიმე რეგიონზე, მათ შორის, 1990-იანი წლების დასაწყისში ომის დროს დაკარგულ რეგიონებზე. შეთანხმებების თანახმად, რუსი სამშვიდობოები განლაგდნენ მინიმუმ ხუთი წლის განმავლობაში სომხეთთან ყარაბაღის დამაკავშირებელი დერეფნის გასწვრივ. ბაქოს ახლო მოკავშირემ, თურქეთმა, რუსეთთან ერთად, რეგიონში გახსნა მონიტორინგის ცენტრი აზერბაიჯანში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების დაცვის გასაკონტროლებლად. ილჰამ ალიევის განმარტებით, აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ბაზის შექმნის საკითხი დღის წესრიგში არ დგას, თუმცა ბაქო თურქულ იარაღს ყიდულობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system