თავში

საქართველოს შეუძლია, შეუერთდეს ყარაბაღის პლატფორმას - ილჰამ ალიევი

საქართველოს შეუძლია, შეუერთდეს ყარაბაღის პლატფორმას - ილჰამ ალიევი
საქართველოს შეუძლია, შეუერთდეს ყარაბაღის პლატფორმას - ილჰამ ალიევი

სურვილის შემთხვევაში, საქართველოს შეუძლია, სხვა ქვეყნებთან ერთად, მთიანი ყარაბაღის აღდგენის საერთო პლატფორმას შეუერთდეს, - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა უცხოური და ადგილობრივი მედიისთვის გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

საუბრისას აზერბაიჯანის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ სამუშაო ჯგუფის საქმიანობა, რომელიც სომხეთის, აზერბაიჯანისა და რუსეთის ვიცე პრემიერ-მინისტრებისგან შედგება, მთელი რეგიონისთვის მნიშვნელოვანია.

"როგორც თურქეთს, ისე ირანს, და მომავალში - სურვილის არსებობის შემთხვევაში - საქართველოს შეუძლია,  შეუერთდეს ამ პლატფორმას", - აღნიშნა ალიევმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system