თავში

რა დრო სჭირდება საქართველოს ეკონომიკური ზრდის მისაღწევად

რა დრო სჭირდება საქართველოს ეკონომიკური ზრდის მისაღწევად
რა დრო სჭირდება საქართველოს ეკონომიკური ზრდის მისაღწევად

სტატისტიკოს სოსო არჩვაძის გათვლით, საქართველოს ეკონომიკა 2019 წლის მაჩვენებლსა 2022 წლის შემდეგ მიაღწევს. აქედან გამომდინარე, იგი არ იზიარებს ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის პოზიციას, რომლის მიხედვითაც, მომავალ წელს ქართული ეკონომიკა covid-19-დელ ნიშნულს დაუბრუნდება.

,,ხელისუფლების ამოცანაა, უფრო ოპტიმისტურად წარმოაჩინოს მდგომარეობა, გარკვეულწილად, პოზიტიური განწყობა შეიტანოს საზოგადოებაში, რაც გასაგებია. თუმცა სკეპტიციზმი გააჩნიათ არა მხოლოდ საზოგადოებას, არამედ საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებმაც ეკონომიკური ზრდის პროგნოზი შეგვიმცირეს. უბრალო არითმეტიკულ მაგალითს მოვიყვან, თუ 20%-ით შემცირდა ეკონომიკა ანუ იყო 100% და 80% გახდა, აქედან 20%-იანი ზრდა უკვე ვერ გაგვიყვანს არა 100%-იან ნიშნულზე, არამედ მივაღწევთ მხოლოდ 96%-ს. რა ვარდნაც წელს გვაქვს, ამის გათვალსიწინებით 2021 წელს 2019 წლის დონეს ვერ მივაღწევთ, გვინდა ეკონომიკის გაცილებით მაღალი ზრდა. აგვისტოში დაფიქსირდა 5,3%-იანი ვარდნა, მაგრამ წინა თვეებში მეტი იყო. აქედან გამომდინარე, ვარაუდი, რომ მომავალ წელს ეპიდემიამდელ დონეზე დავალთ, მხოლოდ სურვილია და რეალობასთან არაფერი აქვს საერთო", - აცხადებს სოსო არჩვაძე.

სტატისტიკოსის ვარაუდით, 2020-2021 წლები უკანდახევის პერიოდია და 2 წელი მაინც დაგვჭირდება, რომ ეკონომიკის ზრდა მოხდეს. მისივე თქმით, შეიძლება, რომ ცალკეული საქმიანობის სფეროში ზრდა მოხდეს, მაგრამ ეს იქნება სეგმენტური და საერთო მაკროეკონომიკურ ცვლილებასთან არაფერი ექნება საერთო.

ფინანსთა მინისტრის განცხადებით, 2024 წლისთვის უზრუნველყოფილი იქნება ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების 85%-ის შესრულება. 

რაც შეეხება, ინფლაციის მაჩვენებელს, მთავრობა ვარაუდობს, რომ ინფლაციის მაჩვენებელი წლის ბოლომდე 4%-ზე ნაკლები იქნება, ხოლო მომავალ წელს, იქნება 3%-იან მიზნობრივ ინფლაციასთან ახლოს. რაც შეეხება ბიუჯეტის დეფიციტს, რომელიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მაჩვენებელია, 2021 წელს ქვეყანას ექნება 5,1% ბიუჯეტის დეფიციტის მაჩვენებელი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system