თავში

რა ეფექტი აქვს იპოთეკური სესხების სუბსიდირებას

რა ეფექტი აქვს იპოთეკური სესხების სუბსიდირებას
რა ეფექტი აქვს იპოთეკური სესხების სუბსიდირებას

საქართველოს მთავრობამ უძრავი ქონების ბაზრის სტიმულირებისთვის იპოთეკური სესხების პროცენტის სუბსიდირების პროგრამა 2020 წლის ივლისში აამოქმედა. ის 2020 წლის 31 დეკემბერს სრულდება. პროგრამის ბიუჯეტი 70 მილიონი ლარია და მის ფარგლებში სესხების თანადაფინანსება 5 წელი გაგრძელდება.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის შეფასებით, პროგრამამ უძრავი ქონების სექტორი გადაარჩინა, თუმცა ის ბანკებისთვის კრიზისულ წელს მაშველი რგოლი არ ყოფილა

„პროგრამის ამოქმედების შემდეგ საკრედიტო აქტიურობა იპოთეკურ ბაზარზე გაიზარდა, რაც პოზიტიურად აისახა ფინანსური სექტორის საქმიანობაზე. ბანკების შემოსავლების ძირითად ნაწილს არსებული პორტფელი განაპირობებს და ამ კუთხით მას მატერიალური გავლენა ვერ ვიტყვი რომ ჰქონდა. ბანკები წლებია ინარჩუნებენ ჯანსაღ მომგებიანობას, რასაც მათი ეფექტიანი ბიზნეს მოდელი და სტაბილური მაკროეკონომიკური გარემო განაპირობებს, რა თქმა უნდა, ეროვნული ბანკის თანმიმდევრულ და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის ზედამხედველობასთან ერთად", - განაცხადა გვენეტაძემ და ისიც განმარტა, რის საფუძველზე გადაწყდა ამ პროგრამის ამოქმედება.

"როდესაც იპოთეკურის სესხების სუბსიდირებაზე ვმსჯელობდით, ხელისუფლებამ გაითვალისწინა 2008 წლის მოვლენები, როდესაც იყო ბუმი უძრავი ქონების ბაზარზე და იმის გამო, რომ მაშინ არ მოხდა ამ სექტორის დახმარება, ის საკმაოდ რთულ სიტუაციაში აღმოჩნდა. მივიღეთ ფასების ძალიან დიდი კორექტირება, რამაც სერიოზული პრობლემა შეუქმნა ფინანსურ სექტორს. ყოველთვის არის ხოლმე კითხვები საერთოდ არ უნდა მოხდეს კორექტირება? დიახ, გარკვეულწილად კი და ბაზარზე არის ეს გარკვეულწილი კორექტირება, მაგრამ ძალიან დიდი ვარდა, თუ გავითვალისწინებთ რომ ეკონომიკა შემდეგ წელს გაიზრდება, მნიშვნელოვანია რომ არ მოხდეს," - განმარტა საქართველოს პირველმა ბანკირმა. 

სახელმწიფოს მხრიდან იპოთეკური სესხის სუბსიდირების პროგრამის დასრულებამდე დარჩენილია ერთი თვე. პროგრამის ფარგელბში თანადაფინანსებით უკვე გაცემულია 6 000-ზე მეტი სესხი, რომელთა ჯამური მოცულობა 614 500 000 ლარზე მეტია.

სუბსიდირების პროგრამას, საქართველოში არსებულ კომერციულ ბანკებთან ერთად, ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტო „აწარმოე საქართველოში“. პროგრამის ფარგლებში, სახელმწიფო იპოთეკური სესხის საპროცენტო განაკვეთს 4%-მდე ასუბსიდირებს. სუბსიდია შეეხება იპოთეკური სესხის ყველა იმ ხელშეკრულებას, რომელიც დაიდება 2020 წლის ბოლომდე და გაგრძელდება 5 წლის ვადით. იპოთეკური სესხის მაქსიმალური ოდენობა არის 200 000 ლარი. სესხის მიზნობრიობა კი, აუცილებლად უნდა იყოს დეველოპერული კომპანიის პირველადი საცხოვრებელი უძრავი ქონების შეძენა.

6 ივლისიდან გაცემულ გაცემულ იპოთეკურ სესხებში სუბსიდირების პროგრამის ბენეფიციართა წილი 34.3%-ს შეადგენს.

შეგახსენებთ,2020 წელს მოქმედი სამშენებლო სექტორის მხარდამჭერი იპოთეკური სესხების სუბსიდირების პროგრამის გარდამავალი ხარჯი 35,0 მლნ ლარია.

მთავრობა იპოთეკური სესხების სუბსიდირების გაგრძელებას არ გეგმავს.

საქართველოს მთავრობის მონაცემებით, იპოთეკური სესხების სუსბსიდირების პროგრამის ფარგლებში სექტემბრის ჩათვლით 364 მილიონი ლარის სესხები გაიცა. ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის თანახმად, პროგრამით სულ 3,823 მსესხებელმა ისარგებლა.

შეგახსენებთ, შეგახსენებთ, იპოთეკურ სესხებზე სუბსიდია გაიცემა არაუმეტეს 200 000 ლარიან სესხებზე და სარგებლობა შეუძლიათ მხოლოდ მათ, ვინც 01/06/2020 - 01/01/2021 პერიოდში აიღებს იპოთეკურ სესხს ახალ აშენებული ბინის შესაძენად.

დადგენილების მიხედვით, ძალაშია ჩამკეტი მექანიზმი, თუ რეფინანსირების განაკვეთი 5%-ს გაუტოლდება, სახელმწიფო თანადაფინანსებას წყვეტს. დაფინანსება აღდგება იმ შემთხევვაში, თუ რეფინანსირების განაკვეთი კვლავ 5%-ზე მაღალი იქნება.

წესების მიხედვით, განსაზღვრულია ფიქსირებულ და ცვლად განაკვეთში იპოთეკური სესხების გაცემის მოდელი. ორივე შემთხვევაში თანადაფინანსების წილი არა უშუალოდ 4%, არამედ „არაუმეტეს 4%-ია“. შესაძლებელია სხვადასახვა პერიოდის განმავლობაში მთავრობის თანადაფინანსება აუცილებლად 4%-ის ტოლი არ იყოს.

ფიქსირებული განაკვეთის სესხების შემთხვევაში თანადაფინანსების სტრუქტურა გამოითვლება ფორმულით - ხელშეკრულების გაფორმების დროს არსებულ რეფინანსირების განაკვეთს მინუს 4.25%-ით. ეს დღეს არსებულ ვითარებაში 8.25%-ს მინუს 4.25%-ია, რაც 4%-ს შეადგენს. იმ შემთხვევაში თუ წლის ბოლომდე რეფინანსირების განაკვეთი შემცირდება და მაგალითად 8% გახდება, მაშინ თანადაფინანსების პროცენტი 4%-ის ნაცვლად 3.75% იქნება.

პროგრამის ბიუჯეტი 70 მლნ ლარია.

სააგენტომ "აწარმოე საქართველოში“ იპოთეკური კრედიტების მხარდამჭერ პროგრამა დაიწყო. პროგრამა მოიცავს ორ კომპონენტს - კომერციულ ბანკში აღებული სესხის პროცენტის თანადაფინანსების ნაწილი და კომერციულ ბანკში აღებული იპოთეკური კრედიტის საგარანტიო ნაწილი. აღნიშნული კომპონენტებით სარგებლობა ერთ სესთან მიმართებით შესაძლებელია, როგორც ცალ-ცალკე, ასევე პარალელურად.



ცნობისთვის, 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system