თავში

რა ეკონომიკურ სარგებელს მოიტანს კომენდანტის საათის გადაწევა

რა ეკონომიკურ სარგებელს მოიტანს კომენდანტის საათის გადაწევა
რა ეკონომიკურ სარგებელს მოიტანს კომენდანტის საათის გადაწევა

"ეკონომიკასთან, ტურიზმთან პირდაპირ ბმაშია საქალაქთაშორისო ტრანსპორტი და კომენდანტის საათი. თხოვნა არ ეხება მის გაუქმებას, ჩვენ გვესმის რისკები. მისი 1 ან 2 საათით გადაწევა კერძო სექტორს და თითოეულ რეგიონს, სოფელს შესაძლებლობას მისცემს, შიდა თუ საერთაშორისო ტურიზმის ეკონომიკური სარგებელი არა მხოლოდ ერთ კონკრეტულ ქალაქზე, არამედ საქართველოს მასშტაბით განვავრცოთ“, -  ასე ფიქრობს დეპუტატი მარიამ ქვრივიშვილი, რომელმაც საკუთარი პოზიცია და ბიზნესის ხმა გუშინ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსაც გააცნო. მისივე თქმით, ზამთრის კურორტებზე სასტუმროებთან ერთად საბაგიროებიც უნდა გაიხსნას, რადგან საბაგიროებზე სპეციფიკიდან და აღჭურვილობიდან გამომდინარე კოვიდის გადადების რისკი ნაკლებია.

„საბაგიროების კონტექსტში განვმარტავ, რომ უფრო ნაკლები რისკია თავისი სპეციფიკიდან და აღჭურვილობიდან გამომდინარე, რაც მოთხილამურეებს სჭირდებათ. ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, თუნდაც მკაცრი რეგულაციებით, შევძლოთ აღსრულება და მონიტორინგი“,- ამბობს მარიამ ქვრივიშვილი და დასძენს, რომ რესტორნებსაც უნდა მიეცეთ საშუალება შიდა სივრცეში უმასპინძლონ სტუმრებს.

ამ ყველაფერთან ერთად კი ეკონომიკისთვის უმნიშვნელოვანესია კომენდატის საათის, 1-2 საათით გადაწევა და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობის დროის გახანგრძლიოვება. ქვრივიშვილი დარწმუნებულია, რომ პრემიერი ღარიბაშვილი შეასრულებს დანაპირებს და მიმდინარე კვირასვე მოიხსნება შეზღუდვები.

ცნობისთვის, გუშინ პრემიერმა ღარიბაშვილმა პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა, რომ მიმდინარე კვირაში ის საკოორდინაციო საბჭოსთან პირველ შეხვედრას გამართავს და შეზღუდვების შემსუბუქებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებები გამოცხადდება.

,,კომენდანტის საათის" შემსუბუქება ერთ-ერთია, რომელსაც ბიზნესი მოითხოვს, თუმცა ამ დრომდე მთელი ქვეყნის მასშტაბით 21:00 საათიდან 05:00 საათამდე გადაადგილების შეზღუდვა კვლავ ძალაშია, როგორც ქვეითად, ისე ავტომობილით.

რაც შეეხება კომენდანტის საათის საერთოდ მოხსნას, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძის განცხადებით, ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვებიდან, შესაძლოა, იგი ყველაზე გვიან მოიხსნას. მისივე თქმით, აღნიშნული რეგულაცია აპრილში აღარ გაგრძელდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system