თავში

რა ფასად შეძლებენ ფერმერები მოსავლის ჩაბარებას

რა ფასად შეძლებენ ფერმერები მოსავლის ჩაბარებას
რა ფასად შეძლებენ ფერმერები მოსავლის ჩაბარებას

"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ფერმერებმა მოახდინონ პროდუქციის რეალიზაცია, მიიღონ შემოსავალი და არ დაზარალდნენ. რაც შეეხება ფასებს, უნდა იყოს კონკურენტული გარემო, იმის იქით ჩვენი პასუხისმგებლობა ვერ გავრცელდება," - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი აცხადებს.

მინისტრის განმარტებით, დღეს მაღალი ფასის მოთხოვნა ნიშნავს, რომ ყველა სახის ქართულ პროდუქტის სუბსიდირება სახელმწიფომ მოახდინოს, რაც წარმოუდგენელია, რადგან ამას ბიუჯეტი ვერ გაწვდება. 

"ქვეყნის ბიუჯეტი, გადასახადის გადამხელების მიერ გადახდილი გადასახადები ამას ვერ აუვა. ჩვენ წინა წლებში მაისში გვქონდა ტურიზმის პიკი. მოლოდინი იყო, რომ წელს კიდევ უფრო მეტი ტურისტი გვეყოლებოდა. მაისი არის თვე, როდესაც საქართველოში შემოდის ახალი, ცოცხალი პროდუქტი, ხილი და ბოსტნეული, რომელიც ქართული აგრარული წარმოების მნიშვნელოვანი პროდუქტებია. გაზრდილი მოთხოვნის პირობებში ლოგიკურია გაზრდილი ფასის მოლოდინი, მაგრამ დღეს მოხმარების და, შესაბამისად, მოთხოვნის ნაწილი შესუსტებულია. დღეს მოთხოვნა ისეთივე არ არის, როგორც ეს გასულ, 2019 წელს იყო".- განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.

შეგახსენებთ, ფერმერები მათი მოწეული პროდუქტის სარეალიზაციო ფასის უკმაყოფილონი არიან.

2 დღის წინ მარნეულში მათ გზა გადაკეტეს და აქცია გამართეს. მარნეულელმა მოსახლეობამ საავტომობილო გადაადგილების შეზღუდვა გააპროტესტეს და აღნიშნეს, რომ ისინი პროდუქციის გაყიდვას ვერ ახერხებენ და მოსავალი ულპებათ. გუშინ მთელი დღე მიმდინარეობდა მოლაპარაკებები ფერმერებსა და ადგილოვბრივი მთავობის წარმომადგენლებს შორის. იყო ხმაურიც, თუმცა საბოლოოდ, მკაცრ საკარანტინე ზონაში დისტრიბოტორები ჩავიდნენ და პროდუქცია ჩაიბარეს. ფერმერები ფასით უკმაყოფილონი არიან. მთავრობა კი განმარტავს, რომ სადისტრიბუციო კომპანიების პროდუქტს კონკურენტულ ფასად იბარებენ, რასაც თავად მთავრობა უწევს მონიტორინგს.

მარნეულის კიტრს "ჯიბე" მთლიანად იყიდის და 1 კილოგრამში 1 ლარს გადაიხდის.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system