თავში

რა სარგებელი შეიძლება მოგვიტანოს კორონავირუსმა

რა სარგებელი შეიძლება მოგვიტანოს კორონავირუსმა
რა სარგებელი შეიძლება მოგვიტანოს კორონავირუსმა

ეკონომიკის ექსპერტის, გიორგი ცუცქირიძის განცხადებით, ხანდახან არასასურველი მოვლენიდან შეიძლება პოზიტივიც იპოვო. მისი თქმით, დასავლეთში უკვე დაიწყო საუბრები იმ საკითხთან დაკავშირებით, რომ ევროპულმა და ამერიკულმა კომპანიებმა ჩინეთიდან საკუთარი საწარმოების დელოკაცია დაიწყონ, იქიდან გამომდინარე, რომ სწრაფი ეკონომიკური ზრდის ფონზე მუშა ხელის ფასმა ჩინეთში აიწია. ამას დაემატა ისიც, რომ კომპანიებმა საგრძნობლად იზარალეს კორონავირუსის გამო. 

"ჩვენ გვეძლევა შანსი და მე მაქვს ინფორმაცია, რომ ქართულ კომპანიებს უკვე უკავშირდებიან ამერიკელი და ევროპელი ინვესტორები, რომლებიც აძლევენ მათ შეკვეთებს იმ პროდუქტზე რომელსაც ჩინეთში აწარმოებდნენ," - აცხადებს ცუცქირიძე.

გიორგი ცუცქირიძეს იმედი აქვს, რომ საქართველო არა მხოლოდ სატრანზიტო ჰაბი, არამედ მანიფაქტურულ ჰაბიც გახდება.

"ჩვენ გვაქვს ევროპასთან თავისუფალი ვაჭრომის ხელშეკურლება , რომელიც საკმაოდ იაფს ხდის, სხვა ქვექნებთან შედარებით, აქ წარმოებული პროდუქტის შეტანას ევროპაში, ასევე ალბათ დაჩქარდება ამერიკასთან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის ხელმოწერა და ჩვენ გაგვეხსნება მეორე დიდი ბაზარი. იქაური საწარმოო სიმძლავრეები გადმოვა აქ და აქ წარმოებული პროდუქტით, შედარებით დაბალი თვითღირებულებით, მოახდება პროდუქციის ექსპორტი," - ამბობს ეკონოემიკის ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე.

სანამ კორონავირუსის "დადებითი ეფექტი" ქვეყანაზე "აისახება", შეგახსენებთ, რომ ბოლო მონაცემებით, ჩინეთში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი 80 151-მდე გაიზარდა. ახალი ტიპის ვირუსი დაფიქსირებულია ქვეყნის 31 პროვინციაში. გარდაცვლილია 2943 და გამოჯანმრთელდა 47024 ადამიანი. ბოლო ერთ დღე-ღამეში, ჩინეთში, კროონავირუსის 125 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 31 და საავადმყოფოდან გაწერეს 1742 გამოჯანმრთელებული ადამიანი.  ახალი ტიპის კორონავირუსი საზღვრებს აფართოებს. ამ დროის მონაცემებით ის, ჩინეთის გარდა, 64 ქვეყანაშია დაფიქსირებული. მთლიანად მსოფლიოს მასშტაბით, ჩინეთის გამოკლებით, ვირუსი აქვს 8774 ადამიანს. გარდაცვლილთა რიცხვმა 128-ს მიაღწია, აქედან 24 ადამიანი ბოლო ერთ დღე-ღამეში დაიღუპა. რაც შეეხება საქართველოს. საქართველოში ამ დროისთვის, კორონავირუსის სამი შემთხვევაა დადასტურებული.

პირველი, საქართველოს მოქალაქეს დაუდგინდა, რომელიც 50 წლამდე მამაკაცია და ქვეყანაში ირანიდან შემოვიდა.

მეორე 31 წლის ქალია, რომელიც ასევე, საქართველოს მოქალაქეა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში იტალიიდან ჩამოფრინდა.

მესამე ინფიცირებული მამაკაციც საქართველოს მოქალაქეა, რომელიც ირანში იმყოფებოდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system