თავში

რა შემთხვევაში ჩამოსცდება მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი ნეტრალურ 6.5%-იან ნიშნულს

რა შემთხვევაში ჩამოსცდება მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი
რა შემთხვევაში ჩამოსცდება მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი ნეტრალურ 6.5%-იან ნიშნულს

პანდემიის შეკავებასთან დაკავშირებული შეზღუდვების გამო, ეს უკანასკნელი, როგორც მოსალოდნელი იყო, წლის პირველ ნახევარში გაიზარდა და შედეგად კომპანიების ნაწილს ფასების მატებისკენ უბიძგა. 

ასეა ახსნილი საქართველოში პროდუქციის გაძვირების მიზეზი საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) მონეტარული პოლიტიკის ანგარიშში.

ცენტრალური ბანკის პროგნოზით, ინფლაცია მომდევნო ორი კვარტალი მიზნობრივ მაჩვენებელზე მაღლა შენარჩუნდება. ამის შემდგომ, წარმოების ხარჯების ეფექტის შესუსტების კვალდაკვალ, ინფლაცია დროებით ჩამოცდება მიზნობრივ ნიშნულს და საბოლოოდ მას ქვემოდან მიუახლოვდება. 

სებ-ის განმარტებით ამას, ნაწილობრივ, მონეტარული პოლიტიკის ეტაპობრივი და ზომიერი რეაგირებაც შეუწყობს ხელს, რათა უზრუნველყოფილ იქნას გრძელვადიანი ინფლაციური მოლოდინების მიზნობრივ მაჩვენებლამდე შემცირება. 

"წლის პირველ ნახევარში ერთობლივი მოთხოვნის მკვეთრი ვარდნის შემდგომ, მე-3 კვარტალში ეკონომიკის გაჯანსაღების ნიშნები გამოიკვეთა. ფისკალური სტიმულის, შიდა ტურისტული აქტივობის, დაკრედიტებისა და ფულადი გზავნილების ზრდის ფონზე რეალური მშპ, წინასწარი შეფასებით, მე-3 კვარტალში წლიურად მხოლოდ 3.8%-ით შემცირდა. მიმდინარე პროგნოზით, მოსალოდნელია, რომ 2020 წლის რეალური მშპ-ის ვარდნაც 5%-ის ფარგლებში იქნება. მშპ-ის კომპონენტების მიხედვით, კლება ძირითადად წმინდა ექსპორტზე მოდის მაშინ, როცა მოხმარებას მცირედით დადებითი წვლილი ექნება - ნაწილობრივ პირველ კვარტალში მისი მძლავრი ზრდის გამო. 2021 წელს, მიმდინარე პროგნოზით, ეკონომიკა 5%-ით გაიზრდება მიუხედავად იმისა, რომ პანდემიის გამო მნიშვნელოვნად დაზარალებული საგარეო ტურიზმის სექტორი მხოლოდ ეტაპობრივად დაიწყებს აღდგენას საზღვრების გახსნისა და შეზღუდვების გაუქმების კვალდაკვალ. საკრედიტო აქტივობის შენარჩუნების ფონზე, მოხმარებისა და ინვესტიციების წვლილი რეალური მშპ-ის ზრდაში დადებითი იქნება. მიმდინარე პროგნოზებს, ბუნებრივია, დიდი გაურკვევლობა ახლავს თან. ვირუსის გავრცელებასთან ან მისი საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნასთან და ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული ვითარების გაუარესებამ, შესაძლოა, ძლიერი ზეგავლენა მოახდინოს მაკროეკონომიკური ცვლადების დინამიკაზე საპროგნოზო პერიოდში," - განმარტავს სებ-ი.

ცენტრალური ბანკის წინასწარი გათვლით, ერთი მხრივ, ქვეყნის შიგნით ვირუსის მზარდი გავრცელება და საპასუხო შემზღუდავი ზომების შემოღება ეკონომიკურ აქტივობას დამატებით შეკვეცს, რაც დაღმავალ ზეწოლას გამოიწვევს ინფლაციაზე და მხოლოდ ნაწილობრივ დაბალანსდება გამკაცრებული რეგულაციების შედეგად გაზრდილი დანახარჯების ეფექტით. მეორე მხრივ, სებ-ი ვარაუდობს, რომ ვაქცინის ხელმისაწვდომობის ხანგრძლივი გადავადება შეზღუდვების გახანგრძლივებას გამოიწვევს, რაც თავის მხრივ კომპანიების ნაწილს საბოლოო ლიკვიდაციისკენ უბიძგებს და დამატებით შეამცირებს ეკონომიკურ აქტივობას. 

.სებ-ის განმარტებით, სავაჭრო პარტნიორებში ეპიდემიოლოგიური ვითარების გართულება ან რეგიონში გეოპოლიტიკური ვითარების დამძიმება, შესაძლოა, ინფლაციის ზრდის მიზეზი გახდეს: საქონლის ექსპორტზე მოთხოვნისა და ფულადი გზავნილების შემცირების ფონზე გაუარესდება მოლოდინები, რაც უარყოფითად აისახება ქვეყნის ვალუტისა და სუვერენულ რისკ პრემიებზე. ეს უკანასკნელი კი იმპორტირებული ინფლაციისა და კომპანიების შუალედური დანახარჯების არხით სამომხმარებლო ფასებზე აღმავალ ზეწოლას გააჩენს. 

"პროგნოზირებულ ინფლაციაზე მოქმედი ფაქტორების და ამ ფაქტორების ირგვლივ არსებული მზარდი გაურკვევლობის პირობებში, მონეტარული პოლიტიკა შეინარჩუნებს ფრთხილ და ზომიერ მიდგომას. მოსალოდნელია, რომ პოლიტიკის განაკვეთი უფრო ნელი ტემპით გააგრძელებს შემცირებას, ვიდრე წინა პროგნოზით იყო ნავარაუდევი. თუმცა საშუალოვადიან პერიოდში, ინფლაციური მოლოდინების დინამიკის გათვალისწინებით, განაკვეთი, შესაძლოა, მის ნეიტრალურ დონესაც კი ჩამოცდეს, რომელიც, მიმდინარე შეფასებით, 6.5%-ის ფარგლებშია," - ვკითხულობთ სებ-ის ანგარიშში.

შეგახსენებთ, ორჯერ,  სექტემბერსა და ოქტომბერში, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელად 8%-ზე დარჩა.

ექსპერტები სებ-ს საპროცენტო განაკვეთების შემცირებას ურჩევენ, თუმცა, მათივე თქმით, მონეტარული განაკვეთის შემცირება 2021 წლის ბოლომდე მოსალოდნელი არ არის.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system