თავში

რა შემთხვევაში მიიღებს პირი 6-თვიან 200-ლარიან დახმარებას

რა შემთხვევაში მიიღებს პირი 6-თვიან 200-ლარიან დახმარებას
რა შემთხვევაში მიიღებს პირი 6-თვიან 200-ლარიან დახმარებას

რა პირობებს უნდა აკმაყოფილებდეს პირი, რომ 6 თვის განმავლობაში მთავრობისგან 200-ლარიანი დახმარება მიიღოს, ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი განმარტავს. მისი თქმით, დახმარებას მიიღებს ყველა ის ადამიანი, ვინც 2020 წლის 1-ელი იანვრიდან ნოემბრის ჩათვლით, ორი თვე მაინც მუშაობდა და ამასთან, სამსახური 2020 წლის დეკემბერში, 2021 წლის იანვარში ან თებერვალში დაკარგა.

მინისტრი საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტს უხდის მადლობას დაჩქარებული წესით საკანონმდებლო ცვლილების მიღებისთვის 

„ცვლილებებმა შესაძლებლობა მოგვცა რამდენიმე მნიშვნელოვბანი შეღავათი და საკომპენსაციო პაკეტი შეგვემუშავებინა. პირველი არის 1200 ლარიანი საკომპენსაციო პაკეტი მათთვის, ვინც სამსახური დაკარგა - ეს კვლავ შევა ძალაში. მსგავსი პაკეტი იყო გაზაფხულზეც, როდესაც შეზღუდვები დავაწესეთ. იგივე პაკეტი გავრცელდება 1-ელი დეკემბრიდან 6 თვის განმავლობაში და მოიცავს ყველა იმ ადამიანს, ვინც 2020 წლის 1-ელი ინვრიდან 2020 წლის ნოემბრის ჩათვლით ორი თვე მაინც მუშაობდა - ეს უნდა გამოჩნდეს იმ ანგარიშში, რომელსაც დამსაქმებლები წარადგენენ ხოლმე შემოსავლების სამსახურში. ასევე არის მეორე პირობა, რომ თუ მან დაკარგა სამსახური 2020 წლის დეკემბერში ან 2021 წლის იანვარში ან თებერვალში, 6 თვის განმავლობაში მიიღებს 1200 ლარს. ყოველთვიურად 200-ლარიანი დახმარების პაკეტს“,- განაცხადა მაჭავარიანმა.

მთავრობა მიზნობრივი სოციალური დახმარების ახალ ტალღას იწყებს. პანდემიის გამო უმუშევრად დარჩენილი მოსახლეობა 1200 ლარს მიიღებს.

200-ლარიანი კომპენსაციის მისაღებად განცხადებების მიღება დაიწყო.

200-ლარიანი კომპენსაციისთვის ბიუჯეტში150 მილიონი ლარია გათვალისწინებული.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system