თავში

რა სიხშირით იფრენს airBaltic თბილისი-რიგას მიმართულებაზე

რა სიხშირით იფრენს airBaltic თბილისი-რიგას მიმართულებაზე
რა სიხშირით იფრენს airBaltic თბილისი-რიგას მიმართულებაზე

რიგა - თბილისი - რიგას საჰაერო ხაზზე რეგულარული საჰაერო მიმოსვლა 5 აგვისტოდან განახლდება. უკვე დასრულდა ტექნიკური მოლაპარაკებები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსა და „airBaltic“-ს შორის. 

ავიაკომპანია რიგა - თბილისი - რიგას საჰაერო ხაზზე ოპერირებას თავდაპირველად კვირაში ერთი სიხშირით განახორციელებს, ხოლო 20 აგვისტოს შემდეგ, რეგულარული რეისები აღნიშნულ მიმართულებაზე ორი სიხშირით შესრულდება. ავიარეისების განრიგი ასეთია:

რიგა - თბილისი, 20 აგვისტომდე - ყოველ ოთხშაბათს (5, 12, 19 აგვისტო);

თბილისი - რიგა, 20 აგვისტოს ჩათვლით - ყოველ ხუთშაბათს (6, 13, 20 აგვისტო);

რიგა - თბილისი, 20 აგვისტოს შემდეგ - კვირაში ორჯერ, ყოველ ოთხშაბათსა და კვირას;

თბილისი - რიგა, 20 აგვისტოს შემდეგ - კვირაში ორჯერ, ყოველ ხუთშაბათსა და ორშაბათს;

ფრენები Airbus A220-300 ტიპის საჰაერო ხომალდებით განხორციელდება.

რიგა წარმოადგენს მესამე საერთაშორისო მიმართულებას, რომელთანაც თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან რეგულარული საჰაერო მიმოსვლა აგვისტოდან განახლდება. 2 აგვისტოდან, მიუნხენი - თბილისი - მიუნხენის საჰაერო ხაზზე რეგულარულ ოპერირებას ავიაკომპანია Lufthansa აღადგენს, ხოლო 8 აგვისტოდან, პარიზი - თბილისი - პარიზის საჰაერო ხაზზე რეგულარული რეისების შესრულებას ავიაკომპანია Air France განაახლებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system