თავში

რა უშლის ხელს საწარმოების საკრედიტო-საგარანტიო სქემაში მონაწილეობას

რა უშლის ხელს საწარმოების საკრედიტო-საგარანტიო სქემაში მონაწილეობას
რა უშლის ხელს საწარმოების საკრედიტო-საგარანტიო სქემაში მონაწილეობას

შერჩევითი პრინციპი და კრედიტის აღების კრიტერიუმები ძირითადი მიზეზია, რის გამოც საწარმოები საკრედიტო-საგარანტიო სქემების მიმართ ინტერესს არ იჩენენ. ამის შესახებ report.ge-ს ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრის ხელმძღვანელმა რამაზ გერლიანმა განუცხადა.  მისი შეფასებით,  კრიზისულ სიტუაციაში მთავრობის მიმართ საწარმოებისთვის დაწესებული შეღავათი კონკურენციის პირობებთან წინააღმდეგობაშია.

,,საწარმოების დახმარება არასდროს არ არის სწორი მიდგომა, ეკონომიკის მხრიდან ბიზნესისთვის შერჩევითი პრინციპით დახმარება ყოველთვის შექმნის პრობლემას კრიზისულ თუ არაკრიზისულ სიტუაციაში. ამ მხრივ ჩვენ პირდაპირ მივდივართ კონკურენციასთან წინააღმდეგობაში. გამოდის, რომ სახელმწიფო ვიღაცას უქმნის სასათბურე პირობებს, ბევრი კი ამ შეღავათის გარეშე რჩება. რასაკვირველია, დახმარების გარეშე დარჩენილი საწარმოები ზარალდებიან და ხდება რესურსი გადაქაჩვა, რაც ცალსახად ნათელია. ამიტომ აუცილებელია, რომ კრიზისულ სიტუაციაში ყველას თანაბრად უნდა შეუქმნან პირობები და არა გარკვეული ტიპის საწარმოებს", - განმარტავს გერლიანი.

მისი თქმით, საკრედიტო-საგარანტიო სქემაში მონაწილეობის პირობებს ვერ აკმაყოფილებენ ის საწარმოები, რომლებიც ამ შესაძლებლობით ვერც კრიზისამდე გამოირჩეოდნენ და მათ მიმართ მიდგომა უნდა შეიცვალოს.

,,შეღავათი 2 წელია არსებობს, მაგრამ კრედიტის აღების პირობები არის რთულია. თუკი კონკრეტული საწარმო მოთხოვნილ კრიტერიუმს შეღავათის გარეშე ვერ აკმაყოფილბდა,, ვერც ამჟამად დააკმაყოფილებს. სურათი რადიკალურად ვერც ახლა შეიცვლება. ზუსტად იგივე ხდება დეველოპერულ ბიზნესთან მიმართებაშიც, ვისაც ადრე შეეძლო კრედიტის მიღება, ძირითადად ახლაც ამ კატეგორიაზე გაიცემა. შემოსავლების ნაწილში მოთხოვნას ყველა ვერ აკმაყოფილებს. ამდენად, წერტილოვანი მიდგომები არასწორია და სასურველ შედეგამდე ვერ გაგვიყვანს. პირველი, რაც შეიძლება გაკეთდეს, საგადასახადო ამნისტიაა. მეორეც, ფულზე ხელმისაწვდომობა უნდა გამარტივდეს. ამდენი გაჩერებული საწარმოა და უსასყიდლო პრივატიზაცია ძალიან მომგებიანი და სწორი გადაწყვეტილება იქნება, რაც ბიზნესსაც დაეხმარება და ქვეყნის ეკონომიკაზეც დადებითად აისახება", - ამბობს გერლიანი. 

ცნობისთვის, საკრედიტო-საგარანტიო სქემის ბიუჯეტი 20 მილიონიდან 300 მილიონ ლარამდე გაიზრდა და ის მაისის ბოლოდან ამოქმედდა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, ამ დროისთვის საკრედიტო-საგარანტიო სქემით 17-მა საწარმომ ისარგებლა. მისივე თქმით, მართალია, საკრედიტო-საგარანტიო სქემა ორი წლის წინ ამოქმედდა, მაგრამ მაშინ ეკონომიკა ისედაც სწრაფად ვითარდებოდა და ამ პროგრამაზე დიდი მოთხოვნა არ იყო, ახლა კი მოთხოვნა მზარდია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system