თავში

რამ გააძვირა ზეთი

რამ გააძვირა ზეთი
რამ გააძვირა ზეთი

გაეროს სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის, FAO-ს, ფასების ინდექსი, რომელიც სამომხმარებლო კალათის 5 ძირითადი პროდუქტის (რძე, მარცვლეული, მცენარეული ზეთი, შაქარი, ხორცი) საერთაშორისო ფასების ცვალებადობას ასახავს, 6-წლიან მაქსიმუმზეა. ანუ ინდექსმა 113.3 ქულა შეადგინა, რაც 2014 წლის ივლისის თვის შემდგომ, FAO-ს ფასების ინდექსის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. მაჩვენებელი 2020 წლის დეკემბრის ფასებთან შედარებით 4.3%-ითაა გაზრდილი,

მცენარეული ზეთების ფასების ინდექსმა მაქსიმუმს მიაღწია 2012 წლის შემდგომ.

დეკემბერთან შედარებით, მცენარეულ ზეთზე ფასების ინდექსი 5.8%-ითაა გაზრდილი. 

ზრდის მიზეზად, ბაზრის ანალიტიკოსები პალმის ზეთის, დაგეგმილზე ნაკლებ წარმოებას ასახელებენ. მათივე განმარტებით, დაბალი წარმოების მიზეზი, მალაიზიასა და ინდონეზიაში არაკეთილსაიმედო მეტეოროლოგიური პირობები და მიგრანტი მუშახელის ნაკლებობაა.

ზეთი გაძვირდა საქართველოშიც. ბოლო ერთი თვის განმავლობაში ზეთი და ცხიმი ქვეყანაში გაძვირებულია 4.3 პროცენტით, ხოლო ერთი წლის განმავლობაში მასზე ფასი 27.3 პროცენტითაა მომატებული.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system