თავში

რამდენად ეფექტიანია მთავრობის გადაწყვეტილება

რამდენად ეფექტიანია მთავრობის გადაწყვეტილება
რამდენად ეფექტიანია მთავრობის გადაწყვეტილება

სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე პანდემიის მეოთე ტალღისას მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს აფასებს. სტატიკოსი თვლის, რომ მთავრობის ანტიეპიდემიურ ღონისძიებების მიმართულებით თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმს აკეთებს. მისი თქმით, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მხრიდან რესურსი შეზღუდულია,  ამიტომ ყველას ამოცანაა, თანხის რაციონალური გამოყენება და ისეთ ხარჯზე უარის თქმა, რის გარეშეც შედარებით იოლად დაიძლევა გამოწვევა.

,,მედლის ერთი მხარეა, რა დახმარება გაიცემა და მეორე მხარე - რა მძიმე  სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობაა. პანდემია სერიოზული გამოწვევაა  და მთელი ძალების მობილიზაციას მოითხოვს. ხელისუფლების ადგილზე ყოფნა, წესით, არც ერთმა ადამიანმა არ უნდა ისურვოს. არა მხოლოდ ეკონომიკურ-სოციალური, არამედ ისტორიული გადაწყვეტილებებისა და პასუხისმგებლობის წინაშე დგას მთავრობა დღეს. ისეთი გადაწყვეტილების მიღებაა საჭირო, რაც ეფექტიანი იქნება ქვეყნისთვის და covid-19-გან მიყენებულ კრიზისს შეამსუბუქებს. ყოველგვარი პათეტიკისა და ქვეტექსტების გარეშე ვამბობ, რადგან მდგომარეობა რეალურად ძალიან მძიმე და დრამატულია, ამიტომ არ გვაქვს ახლა იმის ფუფუნების უფლება, რომ ჩასაფრებულ პოზიციაში ვიყოთ, ,,შავ კატას ვეძებდეთ ბნელ ოთახში". ასე, რომ ყველა ერთად უნდა დავდგეთ, როცა გემს ნახვრეტი უჩნდება, არ უნდა იყოს ჩხუბი იმაზე, ვინ რომელი კლასის კაიუტაშია მოთავსებული. მაქსიმალურად უნდა მოვახდინოთ ძალისხმევა, რომ ერთად დავძლიოთ პრობლემა", - აცხადებს სოსო არჩვაძე.

რას შეეხება ფინანსური რესურსის მოცულობას, არჩვაძის თქმით 1,1 მილიარდი მცირე, მაგრამ შეიძლება ეფექტიანად დაიხარჯოს, რადგან მეტი შსაძლებლობა მთავრობას რეალურად არ გააჩნია.

,,ჩვენი სახელმწიფო გასცემს იმდენს, რის რესუსრსიც გაგვაჩნია საშუალოვადიან პერიოდში. ცხადია, ჩვენ არ გვიჭირს მარტო, მთელი მსოფლიო მძიმე მდგომარეობაშია და ვის უნდა მიმართომ მთავრობამ დახმარებისთვის, როცა ყველას საკუთარი თავი გასჭირვებია. ამიტომ ლოგიკურია, რომ დამატებითი ვალის აღებას ამ ეტაპზე მთავრობა არ აპირებს. ყველას ამოცანა უნდა იყოს თანხის რაციონაური, ეფექტიანი გამოყენება და ისეთ ხარჯზე უარის თქმა, რის გარეშეც შედარებით იოლად გადავიტანთ გამოწვევას", - ასეთია სტატისტიკოსის მოსაზრება მთავრობის ღონისძიებებთან დაკავშირებით.  

ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინფორმაციით, დახმარების მეოთხე ტალღის პორტფელი, სახელმწიფოს დაუჯდება 1,1 მილიარდი ლარი. როგორც პრემიერ-მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, ეს ის მინიმუმია, რისი გაკეთებაც დღეს შესაძლებელია. 

ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავრიანის განცხადებით, აქამდე სახელმწიფოს მიერ ვალის სახით აღებული თანხის ხარჯვა გაგრძელდება და არაა მოსალოდნელი, რომ მომდევნო წელს კვლავ საჭირო გახდეს თანხების გადაუდებელი მოზიდვა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system