თავში

რა უჯდება სახელმწიფოს დახმარების მეოთხე ტალღის პაკეტი

რა უჯდება სახელმწიფოს დახმარების მეოთხე ტალღის პაკეტი
რა უჯდება სახელმწიფოს დახმარების მეოთხე ტალღის პაკეტი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინფორმაციით, დახმარების მეოთხე ტალღის პორტფელი, სახელმწიფოს დაუჯდება 1,1 მილიარდი ლარი.

როგორც პრემიერ-მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, ეს ის მინიმუმია, რისი გაკეთებაც დღეს შესაძლებელია. მისივე თქმით, დღეს გაჟღერებული შეზღუდვების იურიდიული ბაზა შესაბამისი კანონის მოქმედების ვადიდან გამომდინარე, 1-ელ იანვრამდეა.

„დახმარების მეოთხე ტალღის პორტფელი, როგორც მიზნობრივი სოციალური დახმარების, ასევე ბიზნესის დახმარების საერთო ბიუჯეტი სახელმწიფოს დაუჯდება 1 მილიარდ 100 მილიონი ლარი. გვესმის, რომ ესაა ის მინიმუმი რომლის გაკეთებაც დღეს შეგვიძლია. გარდა ამისა, უნდა გვესმოდეს, რომ ამ შეზღუდვების ფორმალური მხარით გატარების იურიდიული ბაზა 1-ელ იანვრამდე გაგვაჩნია. მოგეხსენებათ, რომ ჯანდაცვის კანონი 1-ელ იანვრამდე მოქმედებს, ისევე როგორც ბიუჯეტია დასამტკიცებელი და დარწმუნებული ვარ, რომ მას შემდეგ, რაც ახალი პარლამენტი შეიკრიბება ამ ყველაფერს სწრაფად და მარტივად გავაკეთებთ.

ეს იქნება 2 თვიანი გეგმა, რომელმაც შედეგი უნდა მოგვცეს, ქვეყანაში ინფიცირების გავრცელების ტემპი დაასტაბილუროს, რამაც ქვეყანას სწრაფი ეკონომიკური ზრდის ის პოტენციალი უნდა შეუნარჩუნოს, რომელიც გაგვაჩნდა გაზაფხულზე და დღესაც, ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია ადასტურებს, რომ საქართველოს პოტენციალი აქვს სწრაფი პოსტ- კრიზისული ეკონომიკური აღდგენისთვის“, - განმარტა პრემიერმა გახარიამ. 

უახლოესი 2 თვის განმავლობაში მთავრობა გასცემს მკაცრ რეკომენდაციას, რომლის მიხედვით ბიზნესი დისტანციურ მუშაობაზე გადადის. საჯარო მოხელეების 80% დისტანციურ მუშაობაზე იქნება გადასული.

დახმარებების გასაცემად მთავრობა ვალს არ აიღებს და ის უკვე მოზიდული თანხებით დაფინანსდება.

სარესტორნო ბიზნესს სესხების პროცენტს მთავრობა გადაუხდის.

თვითდასაქმებულებს სახელმწიფო სესხის გადავადებაში დაეხმარება.

კომპანიების საშემოსავლო გადასახადის სუბსიდირება 6 თვით გაგრძელდება.

ტურიზმის სექტორი ქონების გადასახადისგან სრულად გათავისუფლდა.

რაც შეეხება მოქალაქეთა დახმარების პაკეტს, 200-ლარიანი დახმარების პროგრამა გაგრძელდება.

სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახებს, ასევე, მათ, რომელთა სარეიტინგო ქულა 65 000-დან 100 000-მდეა, სახელმწიფო ექვსი თვის განმავლობაში 100 ლარით დაეხმარება.

4 თვის განმავლობაში კომუნალური გადასახადები დაიფარება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system