თავში

კომპანიების საშემოსავლო გადასახადის სუბსიდირება 6 თვით გაგრძელდება

კომპანიების საშემოსავლო გადასახადის სუბსიდირება 6 თვით გაგრძელდება
კომპანიების საშემოსავლო გადასახადის სუბსიდირება 6 თვით გაგრძელდება

მთავრობის გადაწყვეტილებით, კომპანიებისთვის საშემოსავლო გადასახადის სუბსიდირება 6 თვით გაგრძელდება. აღნიშნული გადაწყვეტილება კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღეს და სხდომის დასრულების შემდეგ პრემიერ-მინისტრმა გააჟღერა. 

„ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური შეთავაზება და დახმარება ბიზნესისთვის იყო საშემოსავლო გადასახადის სუბსიდირება, 1500 ლარამდე ხელფასების მქონე თანმამშრომლებისთვის 750 ლარის ოდენობით. ჩვენ ვათავისუფლებთ ბიზნესს ამ საშემოსავლო გადასახადისგან და სახელმწიფო იხდის ამ გადასახადს. წინა ტალღის პირობებში, ამ შეღავათმა დაფარა 33 000 კომპანია და შეეხო 425 000 ადამიანს. ჩვენ ამ პროგრამას გავაგრძელებთ 6 თვით“, - განაცხადა გახარიამ.

უახლოესი 2 თვის განმავლობაში მთავრობა გასცემს მკაცრ რეკომენდაციას, რომლის მიხედვით ბიზნესი დისტანციურ მუშაობაზე გადადის. საჯარო მოხელეების 80% დისტანციურ მუშაობაზე იქნება გადასული.

შეგახსენებთ, დღეს მთავრობამ ბიზნესისა და მოქალაქეებისთვის დახმარებების ახალი პაკეტი წარადგინა.საუბარია ანტიკრიზისული გეგმის მეოთხე ფაზაზე, რომლის მთლიანი პორტფელი სახელმწიფოს 1,1 მილიარდი ლარი უჯდება. დახმარებების გასაცემად მთავრობა ვალს არ აიღებს და ის უკვე მოზიდული თანხებით დაფინანსდება.

სარესტორნო ბიზნესს სესხების პროცენტს მთავრობა გადაუხდის.

თვითდასაქმებულებს სახელმწიფო სესხის გადავადებაში დაეხმარება.

ტურიზმის სექტორი ქონების გადასახადისგან სრულად გათავისუფლდა.

რაც შეეხება მოქალაქეთა დახმარების პაკეტს, 200-ლარიანი დახმარების პროგრამა გაგრძელდება.

სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახებს, ასევე, მათ, რომელთა სარეიტინგო ქულა 65 000-დან 100 000-მდეა, სახელმწიფო ექვსი თვის განმავლობაში 100 ლარით დაეხმარება.

4 თვის განმავლობაში კომუნალური გადასახადები დაიფარება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system