თავში

სარესტორნო ბიზნესს სესხების პროცენტს მთავრობა გადაუხდის

სარესტორნო ბიზნესს სესხების პროცენტს მთავრობა გადაუხდის
სარესტორნო ბიზნესს სესხების პროცენტს მთავრობა გადაუხდის

სარესტორნო ბიზნესს, რომელსაც საბანკო სასესხო ვალდებულება გააჩნია, სახელმწიფო საპროცენტო განაკვეთს დაუსუბსიდირებს. აღნიშნულის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, დღეისათვის ტურიზმის სექტორთან ერთად ყველაზე მეტად, სწორედ სარესტორნო ბიზნესი დაზარალდა.

„მოგეხსენებათ, დღეს აშკარად გამოჩნდა, რომ ტურიზმის სექტორთან ერთად რესტორნის ბიზნესია ყველაზე დაზარალებული. ამიტომ ის ეფექტური ინსტრუმენტი დახმარების სასტუმროებისთვის, რომელიც ჩვენ გვქონდა - მათი სასესხო ვალდებულებების პროცენტის სუბსიდირება, იგივე პროგრამა დაწესდება და გაგრძელდება რესტონების ბიზნესზეც. ყველა იმ სარესტორნო დაწესებულებას, კომპანიას, რომელსაც გააჩნია საბანკო სასესხო ვალდებულება, სახელმწიფო 6 თვის განმავლობაში დაუსუბსიდირებს საპროცენტო განაკვეთს,“ - განაცხადა გახარიამ.

უახლოესი 2 თვის განმავლობაში მთავრობა გასცემს მკაცრ რეკომენდაციას, რომლის მიხედვით ბიზნესი დისტანციურ მუშაობაზე გადადის. საჯარო მოხელეების 80% დისტანციურ მუშაობაზე იქნება გადასული.

შეგახსენებთ, დღეს მთავრობამ ბიზნესისა და მოქალაქეებისთვის დახმარებების ახალი პაკეტი წარადგინა.საუბარია ანტიკრიზისული გეგმის მეოთხე ფაზაზე, რომლის მთლიანი პორტფელი სახელმწიფოს 1,1 მილიარდი ლარი უჯდება. დახმარებების გასაცემად მთავრობა ვალს არ აიღებს და ის უკვე მოზიდული თანხებით დაფინანსდება.

თვითდასაქმებულებს სახელმწიფო სესხის გადავადებაში დაეხმარება.

კომპანიების საშემოსავლო გადასახადის სუბსიდირება 6 თვით გაგრძელდება.

ტურიზმის სექტორი ქონების გადასახადისგან სრულად გათავისუფლდა.

რაც შეეხება, მოქალაქეთა დახმარების პაკეტს, 200-ლარიანი დახმარების პროგრამა გაგრძელდება.

სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახებს, ასევე, მათ, რომელთა სარეიტინგო ქულა 65 000-დან 100 000-მდეა, სახელმწიფო ექვსი თვის განმავლობაში 100 ლარით დაეხმარება.

4 თვის განმავლობაში კომუნალური გადასახადები დაიფარება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system