თავში

დახმარებების გასაცემად მთავრობა ვალს არ აიღებს

დახმარებების გასაცემად მთავრობა ვალს არ აიღებს
დახმარებების გასაცემად მთავრობა ვალს არ აიღებს

ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავრიანის განცხადებით, დღეს დაანონსებული დახმარების პაკეტი, რომელიც ბიუჯეტს 1.1 მილიარდი ლარი დაუჯდება, უკვე მოზიდული თანხებით დაფინანსდება. მთავრობა დანაპირების შესასრულებლად ახალი ვალების მობილიზებაზე მოლაპარაკებების არ აწარმოებს.

მინისტრ მაჭავარიანის თქმით,აქამდე სახელმწიფოს მიერ ვალის სახით აღებული თანხის ხარჯვა გაგრძელდება და არაა მოსალოდნელი, რომ მომდევნო წელს კვლავ საჭირო გახდეს თანხების გადაუდებელი მოზიდვა.

„2021 წლის ბიუჯეტით იცით, რომ უახლოეს დღეებში შევალთ პარლამენტში. მომდევნო წელს ბიუჯეტის მაღალი დეფიციტის შენარჩუნება გვიწევს, შესაბამისად, ეს იქნება დაფინანსების წყარო. თანხები, რომლებიც წელს მოვიზიდეთ და უკვე ხელმოწერილი გვაქვს, სრულად ჰყოფნის ამ სფეროების დაფინანსებას, ამიტომ განსაკუთრებული ახალი მოლაპარაკებები ვალების მოზიდვასთან დაკავშირებით არ იგეგმება. გადაუდებელი თანხები, 1.5 მილიარდი რაც წელს მოვიზიდეთ ამ კრიზისზე რეაგირებისთვის, მსგავსი მომდევნო წელს არ დაგვჭირდება, რადგან ეს თანხები მეტობით გვქონდა მობილიზებული და გავაგრძელებთ ხარჯვას. თუმცა, ვალების შემცირებას იმ ტემპით ვერ დავიწყებთ, როგორც გვინდა, რომ დავიწყოთ“,-განაცხადა მინისტრმა სახელმწიფოს მიერ წარდგენილი დახმარების პაკეტის დაფინანსების წყაროებზე საუბრისას.

უახლოესი 2 თვის განმავლობაში მთავრობა გასცემს მკაცრ რეკომენდაციას, რომლის მიხედვით ბიზნესი დისტანციურ მუშაობაზე გადადის. საჯარო მოხელეების 80% დისტანციურ მუშაობაზე იქნება გადასული.

შეგახსენებთ, დღეს მთავრობამ ბიზნესისა და მოქალაქეებისთვის დახმარებების ახალი პაკეტი წარადგინა.საუბარია ანტიკრიზისული გეგმის მეოთხე ფაზაზე, რომლის მთლიანი პორტფელი სახელმწიფოს 1,1 მილიარდი ლარი უჯდება. 

სარესტორნო ბიზნესს სესხების პროცენტს მთავრობა გადაუხდის.

თვითდასაქმებულებს სახელმწიფო სესხის გადავადებაში დაეხმარება.

კომპანიების საშემოსავლო გადასახადის სუბსიდირება 6 თვით გაგრძელდება.

ტურიზმის სექტორი ქონების გადასახადისგან სრულად გათავისუფლდა.

რაც შეეხება, მოქალაქეთა დახმარების პაკეტს, 200-ლარიანი დახმარების პროგრამა გაგრძელდება.

სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახებს, ასევე, მათ, რომელთა სარეიტინგო ქულა 65 000-დან 100 000-მდეა, სახელმწიფო ექვსი თვის განმავლობაში 100 ლარით დაეხმარება.

4 თვის განმავლობაში კომუნალური გადასახადები დაიფარება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system