თავში

თვითდასაქმებულებს სახელმწიფო სესხის გადავადებაში დაეხმარება

თვითდასაქმებულებს სახელმწიფო სესხის გადავადებაში დაეხმარება
თვითდასაქმებულებს სახელმწიფო სესხის გადავადებაში დაეხმარება

პრემიერის, გიორგი გახარიას განცხადებით, თვითდასაქმებულებს სახელმწიფო სესხის გადავადებაში დაეხმარება.

„ ჩვენ ვაწესებთ იგივე სახის სოციალურ-მიზნობრივ დახმარებას, რომელიც ჰქონდა თვითდასაქმებულებს პირველი ტალღის პერიოდზე, ეს გახლავთ 300-ლარის ოდენობით. ჩვენ უკვე დაწყებული გავქვს ამ ხალხის აღირიცხვა იმ კომპანიებთან, სადაც არიან დასაქმებულები და ამ 300-ლარიანი დახმარების გადა, ჩვენ ვიღებთ იმ ვალდებულებას, რომ თითოეულ იმ ადამიანს, რომელსაც საბანკო სესხი გააჩნია, ჩვენ მიზნობრივად, ამ სფეროდან, ამ სექტორში დასაქმებულს, მიზნობრივად მივეხმარებთ, სახელმწიფო მიეხმარება სესხის გადავადებაში“,- განაცხადა საკოორდინაციო საბჭოს სხდომნის დასრულების შემდეგ პრემიერმა გახარიამ.

უახლოესი 2 თვის განმავლობაში მთავრობა გასცემს მკაცრ რეკომენდაციას, რომლის მიხედვით ბიზნესი დისტანციურ მუშაობაზე გადადის. საჯარო მოხელეების 80% დისტანციურ მუშაობაზე იქნება გადასული.

შეგახსენებთ, დღეს მთავრობამ ბიზნესისა და მოქალაქეებისთვის დახმარებების ახალი პაკეტი წარადგინა.საუბარია ანტიკრიზისული გეგმის მეოთხე ფაზაზე, რომლის მთლიანი პორტფელი სახელმწიფოს 1,1 მილიარდი ლარი უჯდება. დახმარებების გასაცემად მთავრობა ვალს არ აიღებს და ის უკვე მოზიდული თანხებით დაფინანსდება.

სარესტორნო ბიზნესს სესხების პროცენტს მთავრობა გადაუხდის.

კომპანიების საშემოსავლო გადასახადის სუბსიდირება 6 თვით გაგრძელდება.

ტურიზმის სექტორი ქონების გადასახადისგან სრულად გათავისუფლდა.

რაც შეეხება მოქალაქეთა დახმარების პაკეტს, 200-ლარიანი დახმარების პროგრამა გაგრძელდება.

სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახებს, ასევე, მათ, რომელთა სარეიტინგო ქულა 65 000-დან 100 000-მდეა, სახელმწიფო ექვსი თვის განმავლობაში 100 ლარით დაეხმარება.

4 თვის განმავლობაში კომუნალური გადასახადები დაიფარება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system