თავში

რამდენად მოთხოვნადია სახელმწიფო პროგრამები სამტრედიაში

რამდენად მოთხოვნადია სახელმწიფო პროგრამები სამტრედიაში
რამდენად მოთხოვნადია სახელმწიფო პროგრამები სამტრედიაში

მას შემდეგ, რაც მეწარმეებსა და ფერმერებს მთავრობამ პანდემიური ნეგატივის შესამსუბუქებლად სხვადასხვა სამთავრობო პროგრამების განახლებული პაკეტები შესთავაზა, სამტრედიაში სესხებსის დაფინანსებაზე მოთხოვნა გაიზარდა, სულ უფრო მეტ მოქალაქეს გაუჩნდა სურვილი, ესარგებლა სახელმწიფო დახმარებით და დაეწყო ან გაეფართოებინა თავისი ბიზნესი.

სამტრედიის მუნიციპალიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებაში აგვიხსნეს, რომ რეგიონებში ინტერნეტთან წვდომა ყველას არ აქვს, ბერმა არც ინტერნეტში მუშაობა იცის და ამიტომაც მოქალაქეებამდე ყველა შესააძლებლობის მიტანის მიზნით გაიმართა არაერთი საინფორმაციო შეხედრა. ადგილობრივი მინიციპალური გამგეობის წარმომადგენლებმა დეტალურად გააცნეს მეწარმეებსა თუ მოქალაქეებს ყველა ის პროგრამა, რასაც მთავრობა მათ სთავაზობს.

სამტრედიის მუნიციპალიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელი მიხეილ ლეჟავა ამბობს, რომ მუნიციპალიტეტში მუშაობს ჯგუფი, რომელიც მოქალაქეებს სთავაზობს ტექნიკურ დახმარებას განცხადებების სრულყოფილად შესავსებად. მათი დახმარებით წელს სულ შეივსო 380 განაცხადი. მიხეილ ლეჟავა ამბობს, რომ სამტრედიის რაიონის მოქალაქეები, ძირითადად, ითხოვდნენ თხილის ბაღებისა და მინიქარხნების დაფინანსებაზე სასტარტო კაპიტალს. იყო მოთხოვნა თხის რძისა და ყველის საწარმოს დაფინანსებაზეც, ასევე სურდათ საკონსერვი ქარხნისთვის დაფინანსების მოპოვება. მოთხოვნა იყო საჩირე ფაბრიკისა და ხილის გადამამუშავებელი მინიქარხნის დაფინანსებაზე. 

მიხეილ ლეჟავა ამბობს, რომ აპლიკანტების 30%-ი თანხას ითხოვდა უკვე არსებული ბიზნესის გასაფართოებლად, დანარჩენს კი თანხა საქმის წამოსაწყებად სურდა.

შეგახსენებთ, პროგრამაში "აწარმოე საქართველოში" ჯამში 11 ახალი კოდი ჩაემატა: 3 ახალი კოდი ინდუსტრიული მიმართულებით, მათ შორის, კინოფილმების ჩვენება, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება, კონფერენციების და სავაჭრო გამოფენების ორგანიზება.ა9 ახალი კოდი სოფლის მეურნეობის, კერძოდ მრავალწლიანი კულტურების მოყვანის მიმართულებით: ყურძნის მოყვანა, ტროპიკული და სუბტროპიკული ხილის მოყვანა, ციტრუსების მოყვანა, თესლოვანი და კურკოვანი ხილის მოყვანა, სხვა ხილის, კენკროვნების და კაკლისებრების მოყვანა, ზეთოვანი ხილის მოყვანა, კულტურების მოყვანა სასმელების წარმოებისათვის, სანელებლების, არომატული, ნარკოტიკული და ფარმაცევტული კულტურების მოყვანა (ამ კოდში დასაშვებია ყველა ჩამოთვლილი ეკონომიკური საქმიანობა, გარდა ნარკოტიკული კულტურების მოყვანისა), სხვა მრავალწლოვანი კულტურების მოყვანა.

პროგრამაში მონაწილეობა მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდა. ასევე, გამარტივდა მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შემთხვევაში კვალიფიციური პორტფელის დათვლის წესი.

ყველაფერს სახელმწიფო პროგრამაზე "აწარმოე საქართველოში", გაეცანით report.ge-ზე. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system