თავში

რამდენად რაციონალურად პასუხობს სებ-ი გამოწვევებს

რამდენად რაციონალურად პასუხობს სებ-ი გამოწვევებს
რამდენად რაციონალურად პასუხობს სებ-ი გამოწვევებს

ფინანსური ბაზრის მკვლევარი, პროფესორი მიხეილ თოქმაზიშვილი ფიქრობს, რომ მთავრობამ და ეროვნულმა ბანკმაც მეტნაკლებად მოახერხეს ეკონომიკური საკითხების კონცენტრირება, რაშიც ქვეყანა არაეკონომიკური გარემოებების მეშვეობით აღმოჩნდა. რამდენად მოგვცემს მათი საქმიანობა შედეგს, თოქმაზიშვილის თქმით, ვირუსის ხანგძლივობაზე არის დამოკიდებული. პროფესორი მიიჩნევს, რომ შექმნილ სიტუაციაში ეროვნული ბანკის ქცევა რაციონალურია და გამომდინარეობს არსებული გამოწვევებით, რის გამკლავებაც არათუ გრძელვადიან პერსპექტივაში, მოკლე და საშუალოვადიან პერიოდშიც სერიოზულ სირთულეებს უკავშირდება.

,,ეკონომიკამ მიიღო შოკი, რაც წმინდა სამედიცინო ფაქტორით არის გამოწვეული. მოთხოვნა-მიწოდების პრობლემით რომ იყოს განპირობებული, უფრო გვეცოდინებოდა, როგორ შეიძლებოდა მასთან გამკლავება. ისიც კი არ ვიცით, რამდენ ხანს გაგრძელდება ვირუსი და საბოლოდ როგორ შეაფერხებს ეკონომიკას. ფინანსური რესურსი ადრე თუ გვიან ამოიწურება და სახელმწიფო ბიუჯეტსაც მეტი პრობლემა შეექმნება, რადგან ქვეყანა ვალებშია ჩაფლული. ასეთ სიტუაციაში ეროვნულ ბანკს დავაბრალოთ, რომ არარაციონალურად იქცევა, პოლიტიკური შეფასება გამოგვივა, რისგანაც თავს შევიკავებ. როდის დაიწყება ეკონომიკური აღმავლობა, არ ვიცით და რა უნდა გააკეთოს თავისი ბერკეტებით ხელისუფლებამ და ასევე სებ-მა, ესეც უცნობია. ერთიც და მეორეც მიმართულია ეკონომიკური საკითხების კონცენტრირებაზე. შესაძლებელია, სწრაფად მოხდეს ვირუსის უკან დახევა, მაგრამ ეს ყველაფერი ჯერ კიდევ უცნობია, რაც გაურკვევლობას იწვევს", - აცხადებს report.ge-თან მიხეილ თოქმაზიშვილი.

მისი თქმით, პოზიტიური ძვრები ეკონომიკაში ბევრადაა დამოკიდებული იმაზე, რამდენად მოხდება ექსპორტის სტიმულირება, რამდენად ამუშავდება წარმოება და გადაერთვება ეკონომიკა თავისი რესურსების მაქსიმალურ გამოყენებაზე. 

სამწუხაროდ, პანდემიამ ფინანსურ სექტორს პრობლემები შეუქმნა. ამ გამოწვევების საპასუხოდ, ეროვნულმა ბანკმა შეიმუშავა დროებითი საზედამხედველო გეგმა, რომელმაც ჩაკეტვის პერიოდში კრედიტორებს საგრძნობი მოცულობის სესხის მომსახურების გადავადების და, ამავდროულად, რეალური სექტორის დაკრედიტების გაგრძელების საშუალება მისცა.

ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ სსფ-ის ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის ცენტრალური ბანკების მმართველებთან, 29 ქვეყნის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელებთან, ვირტუალურ შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.


ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system