თავში

რას ელოდება მთავრობა შიდატურიზმიდან

რას ელოდება მთავრობა შიდატურიზმიდან
რას ელოდება მთავრობა შიდატურიზმიდან

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, მარიამ ქვრივიშვილს, შიდა ტურიზმთან დაკავშირებით, პოზიტიური მოლოდინი აქვს.

„ჩვენ გვაქვს საკმაოდ პოზიტიური მოლოდინები, ვხედავთ, რომ ჩვენი კერძო სექტორის განწყობა ძალიან პოზიტიურია. ჩვენი ქვეყნის ძალიან ბევრ მოქალაქეს ამ ეტაპისთვის, ვფიქრობ, რომ აქვს სურვილი, აღოაჩინონ ის, რაც ჩვენია, ანუ იმოგზაურონ საქართველოში. ჩვენი კერძო სექტორი დღითიდღე მეტად ემზადება საქართველოს მოქალაქეების გამასპნლებიათვის. რეგულაციები, რაც „კოვიდ-19“-ის ფარგლებში მოუწიათ დანერგილია და პარალელურად მიმდინარეობს ეს პროცესი. განთავსების ობიექტებს პარალელურად მოუწევთ, რომ გაიარონ ინსპექტირება, ხოლო ინსპეტირების წარატებით ჩატარების შენთხვევაში, მათ მიენიჭებათ იმის უფლება, რომ უმასპინძლონ როგორც შიდა, ისე საერთაშორისო მოგზაურს“,- ამბობს ქვრივიშვილი და საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, იმოგზაურონ საქართველოში.

საქართველოში დღეიდან შიდა ტურისტული სეზონი გაიხსნა.

ტურიზმის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დღეიდან ადგილობრივ მოგზაურებს საშუალება ექნებათ, ესტუმრონ საქართველოს სხვადასხვა მხარეს, კურორტს, ისარგებლონ სასტუმროებისა და კვების ობიექტების მომსახურებით.

ქვეყნის ყველა დაცული ტერიტორია ვიზიტორების მიღებას იწყებს. ყველა ვიზიტორს, ტერიტორიაზე შესვლამდე, ჩაუტარდება უკონტაქტო თერმოსკრინინგი. დახურულ შენობებსა და ვიზიტორთა ცენტრებში, მათ შორის მღვიმეებში, სავალდებულოა პირბადის ტარება და დისტანციის დაცვა.

ვიზიტორები შემცირებული ტარიფებითა და სპეციალური შეღავათებით შეძლებენ სარგებლობას, თუმცა კორონავირუსის პრევენციისთვის შემუშავებული სავალდებულო წესების დაცვა მოუწევთ. დამსვენებლების გარდა, რეკომენდაციების გათვალისწინების ვალდებულება აქვთ ობიექტებსაც, რომლებიც სტუმრებს მიიღებენ.

საქართველო უცხოელ დამსვენებლებს 1 ივლისიდან უმასპინძლებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system