თავში

რას პასუხობს ფინანსთა მინისტრი ბიზნესის მოთხოვნას

რას პასუხობს ფინანსთა მინისტრი ბიზნესის მოთხოვნას
რას პასუხობს ფინანსთა მინისტრი ბიზნესის მოთხოვნას

საქართველოს ბიზნეს-ასოციაციის ინიციატივას,ბიზნესისთვის საგადასახადო შეღავათების კიდევ 6 თვით გახანგრძლივებასთან დაკავშირებით, დღეს ფინანსთა მინისტრი, ივანე მაჭავარიანი გამოეხმაურა.

"იმისდა მიხედვით, რამდენად დინამიურად წავა ეკონომიკის აღდგენის პროცესი, შესაბამის ღონისძიებებს, იქნება ეს აღდგენის პროცესი, დახმარება, კომპენსაცია თუ ა.შ. მოვიფიქრებთ. მე იმედი მაქვს, რომ მინიმალურად დაგვჭირდება შეღავათებზე და კომპენსაციებზე ლაპარაკი, წავა აღდგენითი პროცესი და მაქსიმალურად ვილაპარაკებთ სტიმულზე, დახმარებაზე და ა.შ.“, - განაცხადა ვანო მაჭავარიანმა.

ბიზნესი საშემოსავლო გადასახადის კიდევ 6 თვით გადავადებას ითხოვს. ასოციაციაში ფიქრობენ, რომ შეღავათები უნდა გაგრძელდეს ქონების გადასახადის ნაწილშიც.

ბიზნეს სამართლის ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ გადასახადის გადავადება უნდა მოხდეს შესაბამისი დასაბუთებისა და არგუმენტის საფუძველზე, აქამდე მოქმედი შეღავათის შედეგის განხილვისა და კონკრეტული გეგმის გათვალისწინებით. სხვა შემთხვევაში, მათი თქმით, დაზარალდება სახელმწიფო და საბოლოო ჯამში, სასურველი შედეგი ვერც ბიზნესის საქმიანობაზე აისახება.

შეგახსენებთ, მთავრობის გადაწყვეტილებით, 2020 წლის 1 მაისიდან 6 თვის ვადით, 750 ლარამდე ხელფასი საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლდა, ხოლო 1500 ლარამდე ხელფასზე, პირველი 750 ლარი საშემოსავლო გადასახადისგან თავისუფალია. ეს კერძო სექტორში არსებული დამსაქმებლებისთვის ყოველთვიურ ხელფასზე მაქსიმუმ 150 ლარის გამოთავისუფლებას ნიშნავს. კერძოდ, კომპანიებს თუ წარსულში ხელზე 600 ლარის ხელფასის გასაცემად, თანამშრომლისთვის 750 ლარის გადარიცხვა უწევდათ, ამჟამად 0 ლარის საშემოსავლო გადასახადით დაიბეგრებიან და იგივე 600 ლარის ხელფასის გასაცემად მხოლოდ 600 ლარი სჭირდებათ.



ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system