თავში

რას პასუხობს ირაკლი ლექვინაძე ანა დოლიძეს

რას პასუხობს ირაკლი ლექვინაძე ანა დოლიძეს
რას პასუხობს ირაკლი ლექვინაძე ანა დოლიძეს

კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელი, ირაკლი ლექვინაძე აცხადებს, რომ მონიტორინგის პროცესს ვადები არ აქვს. ამის შესახებ ლექვინაძემ ანა დოლიძის საპასუხოდ განაცხადა. 

საქმე ისაა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ კონკურენციის სააგენტოს ფარმაცევტულ ბაზარზე არსებული ფასების შესწავლა მოსთხოვა და  ამისთვის მან ირაკლი ლექვინაძეს ერთთვიანი ვადა მისცა.

„მონიტორინგის პროცესი არის ბაზრის წინასწარი მოკვლევა. თუ მონიტორინგის პროცესში გამოჩნდება რაიმე საფუძვლები, რომლებიც შეიძლება, გახდეს გამოკვლევის საფუძველი, აქ უკვე არის განსაზღვრული ვადები და ეს არის ბევრად უფრო ახალი ეტაპი პროცესის განხორციელების. ჩვენ გვესმის, რომ ქალბატონ ანას აქვს პოლიტიკური დღის წესრიგი. სააგენტო იმოქმედებს კანონმდებლობის ჩარჩოში, იმოქმედებს თავის უფლებამოსილების ფარგლებში და მაქსიმალურად იქნება გამჭირვალე მომხმარებლის ინფორმირებაში“,- განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

ფარმაციის სფეროს რეგულირების ასპექტებზე, მათ შორის, მონიტორინგის შუალედურ შედეგებზე, სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძე, შეხვედრას ხვალ, 10 დეკემბერს, გეგმავს

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system