თავში

რაში დაეხმარება საგანგებო ბიუჯეტი ქვეყანას ეპიდემიის პერიოდში

რაში დაეხმარება საგანგებო ბიუჯეტი ქვეყანას ეპიდემიის პერიოდში
რაში დაეხმარება საგანგებო ბიუჯეტი ქვეყანას ეპიდემიის პერიოდში

კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი მდგომარეობის გამო საგანგებო ბიუჯეტის შექმნის აუცილებლობაზე საპარლამენტო ოპოზიციასთან ერთად, ექსპერტულ წრეებშიც აქტიურად საუბრობენ. აკადემიკოსი ავთო სილაგაძე აცხადებს, რომ საგანგებო ბიუჯეტის შექმნის საკითხს მთავრობაც აქტიურად განიხილავს, თუმცა დეტალები უცნობია და მეტი სიცხადეა შესატანი, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ხელისუფლების პოზიცია უფრო ნათელი გახდეს და ზომები დროულად იქნას მიღებული.

 ,,საგანგებო ბიუჯეტზე მუშაობდა მთავრობის გარკვეული ჯგუფი, მაგრამ უცნობია დეტალები, რისგან შედგება ანტიკრიზისული პროგრამა და რა თანხის მობილიზება გახდება საჭირო. ამ საკითხის გადადება არაფრით შეიძლება, რადგან ადამიანები სახლში არიან და ამ ბიუჯეტზე უამრავი ჩვენი მოქალაქის კეთილდღეობაა დამოკიდებული. ჯერ კიდევ არ ვიცით, როგორ განვითარდება მოვლენები, როცა ეპიდემიის პირობებში გვიწევს საქმიანობა. რაც დაგვიანდება, მეტი კითხვა გაჩნდება ამ საკითხთან დაკავშირებითაც", - აცხადებს სილაგაძე და დასძენს სხვა ქვეყნების გამოცდილებაზეც, რომლებიც შექმნილ სიტუაციაში საგანგებო ბიუჯეტის რესურსს მაქსიმალურად იყენებენ. თუმცა აკადემიკოსი საუბრობს იმაზეც, რომ რომელიმე კონკრეტული მოდელის მორგება საქართველოზე რეალურად შეუძლებელია, რადგან ყველა ქვეყანა თავისი სპეციფიკით გამოირჩევა და კრიზისის მასშტაბიც განსხვავებულია.

,,ამერიკამ სპეციალურად გამოყო დიდი ფულადი რესურსი, რითაც ეკონომიკის ფუნქციონირებას და აგრეთვე მოქალაქეებისთვის დახმარების გაწევას გააძლიერებს. ახლა მიმართულებები ცნობილია და ყველა სახელმწიფო ცდილობს, იმოქმედოს თავისი გეგმის მიხედვით, ჩვენ რომელიმე კონკრეტული მოდელით ვერ ვიხელმძღავნელებთ. ინდივიდუალურია, ყველა ქვეყანას თავისი პრობლემა აქვს და კრიზისის სიღრმეც განსხვავებულია.  ამიტომ სტრაგეტია უნდა არსებობდეს როგორც ადამაინთა დახმარების, ასევე ეკონომიკის შენარჩუნების, რომ მომავალში შევძლოთ ეპიდემიამდე არსებული მდგომარეობის შენარჩუნება", - აცხადებს ავთო სილაგაძე.

საგანგებო ბიუჯეტთან დაკავშირებით მთავრობა ხელისუფლება ჯერ კიდევ მარტში საუბრობდა. პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე აცხადებდა, რომ  ბიუჯეტის კორექტირებაზე მთავრობა უკვე მუშაობს და აღმასრულებელი ხელისუფლება სავარაუდოდ საგანგებო ბიუჯეტს მოითხოვს, რომელსაც განხილვის სპეციალური პროცედურა აქვს და მას პარლამენტის ბიურო ამტკიცებს.

ცნობისთვის, საგანგებო ბიუჯეტი არის საქართველოს მთავრობის მიერ საქართველოს პრეზიდენტთან შეთანხმებული და საქართველოს პარლამენტის მიერ დამტკიცებული ბიუჯეტი, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ან მის რომელიმე ნაწილში საგანგებო ან საომარი მდგომარეობის შემოღების შემთხვევაში საგანგებო ან საომარ მდგომარეობასთან დაკავშირებულ ღონისძიებათა მიზნობრივი დაფინანსებისათვის.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system