თავში

რატომ არ გახსნეს ზამთრის კურორტები

რატომ არ გახსნეს ზამთრის კურორტები
რატომ არ გახსნეს ზამთრის კურორტები

"ახლა რომ გავხსნათ ზამთრის კურორტები, ეპიდვითარება გაუარესდება და ზაფხულის კურორტებს ვერ გავხსნით," - ასე ფიქრობს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ბექა ლილუაშვილი. მისი განმარტებით, მთავრობას კარგად ესმის, რა რთულ მდგომარეობაშია ზამთრის კურორტები, თუმცა გასათვალისწინებელია ეროვნული ინტერესებიც. ზამთრის კურორტების საკითხზე მუშაობისას საქართველომ შეისწავლა ბევრი ევროპული ქვეყნის გამოცდილება. 

„ზამთრის კურორტების მიმართულებით მთავრობას ჰქონდა კომუნიკაცია არაერთ ევროპულ ქვეყანასთან. მე ძალიან კარგად მესმის, რომ თითოეული სექტორი რეგულაციების შესრულების მზადყოფნას ადასტურებს, თუმცა ზამთრის კურორტზე საბაგიროს გახსნა ნიშნავს მობილობის დამატებით ზრდას კონკრეტულ გეოგრაფიულ ადგილზე, სადაც ჩვენ ჯერ კიდევ მაღალი გვაქვს დადებითობის მაჩვენებელი. როდესაც ეს კრიტერიუმი 4%-ზე ქვემოთ იქნება, შესუსტდება გადაცემის ჯაჭვი და დაბალანსებულად შევძლებთ გახსნას სხვადასხვა სექტორის. ძალიან კარგად გვესმის, რა მდგომარეობაშია ზამთრის კურორტები, თუმცა უნდა გავითვალისწინოთ ეროვნული ინტერესებიც. ახლა რომ გავხსნათ ზამთრის კურორტები, ეპიდვითარება გაუარესდება იმგვარად, რომ ზაფხულის კურორტებს ვერ გავხსნით. ასეთია ალტერნატიული ღირებულებები დღეს და ამიტომ ვმოქმედებთ ასეთი სიფრთხილით“, - ამბობს ბექა ლილუაშვილი.

ზამთრის კურორტების 1 თებერვლიდან გახსნის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, სათხილამურო კურორტები პირველი თებერვლიდან მუშაობას ვერ აღადგენენ. მთავრობა თვლის, რომ სათხილამურო კურორტებზე დამსვენებლების ერთდროული თავშეყრა კორონავირუსით ინფიცირების მაღალ რისკს წარმოადგენს.

ტურიზმის სექტორი პირველი თებერვლიდან გახსნას ითხოვს.

ტურიზმის დიდი როლი საქართველოს ეკონომიკაში დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გახარიამაც აღიარა და დასძინა, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რათა ზაფხულის ტურისტული სეზონი ამუშავდეს.

კერძო სექტორის წარმომადგენლები არ ეთანხმებიან 22.01.2021 -ში მიღებულ გადაწყვეტილებას წერტილოვანი შეზღუდვების შესახებ და ტურიზმის სექტორი საქართველოს მთავრობას ღია წერილითა და რეკომენდაციებით მიმართა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system