თავში

რატომ გადადო საქართველომ საერთაშორისო ფრენები

რატომ გადადო საქართველომ საერთაშორისო ფრენები
რატომ გადადო საქართველომ საერთაშორისო ფრენები

"რისკს და ბენეფიტს რომ აწონი, ეს თვითონ გეუბნება, რომ ამ ეტაპზე ფრენებზე თავის შეკავება ყველაზე ჭკვიანური გადაწყვეტილებაა," - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა ჟურნალისტებთან ფრენებთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილების შეფასებისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ამ ეტაზე მოგზაურობის სეგმენტი აქტიური არაა. 

მისი თქმით, საქართველოში ტურისტები, ძირითადად, მეზობელი ქვეყნებიდან ჩამიდიოდნენ, სადაც ახლა სახარბიელო ეპიდვითარებაა არაა, ხოლო ევროპელი ტურისტების წილი ძალიან მცირე იყო.

„ჩვენი ტურიზმის ლომის წილი არის ტურისტებიდან და შესაბამისად შემოსავალებიც მოდიოდა მეზობელი ქვეყნებიდან სახმელეთო კვეთით შემოსული ტურისტებიდან, ეს იყო ძალიან დიდი, 80 პროცენტზე მეტი - შემოსავლები. ამას ჯერ ვერ ვხსნით. ფრენებშიც ძალიან დიდი წილი იყო ისევ ამ მეზობელი ქვეყნებიდან: სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, რუსეთიდან. ძალიან მცირედი წილი იყო საჰაერო გზოთ შემოსული ევროპელი ტურისტის. მცირე იყო, მაგრამ მნიშვნელოვანი და მზარდი. ამ ეტაპზე ჩაითვალა, რომ ზოგადად მოგზაურობოს და ტურიზმის სეგმენტიც ძალიან დავარდნილია. მოდელირება რომ გააკეთოთ და ნახოთ, ფრენების გახსნის შემთხვევაში, რა რაოდენობა შეიძლება ჩამოვიდეს, ეს წვეთი ზღვაშია ერთი თვის მაგალითზე. შემცირებული მოგზაურობის ფონზე კიდევ უფრო ნაკლები ადამიანი შემოვა, ამას მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკი ჯერ კიდევ მოჰყვება, ამიტომ გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი და მაღალი წონის მატარებელია სიფრთხილე. ტურიზმს სჭირდება მილიონობით ადამიანი და 500 კაცი ეყოფა გავრცელებას, შესაბამისად, რისკს და ბენეფიტს რომ აწონი თვითონ გეუბნება, რომ ამ ეტაპზე თავის შეკავება ყველაზე ჭკვიანური გადაწყვეტილებაა,"- განაცხადა მინისტრმა მაჭავარიანმა.

შეგახსენებთ, დღეს პრემიერი ოპოზიციამ ფრენების გადადების გამო გააკრიტიკა.

გუშინ გახდა ცნობილი, რომ საქართველო საერთაშორისო ტურიზმს 1 ივლისიდან აღარ გახსნის, რეგულარული საჰაერო ფრენები ივლისის ბოლომდე გადავადდა.

უცხოელი ტურისტების ნაკადს ქვეყანა უკვე აგვისტოდან ელის.

ადგილობრივი ტურიზმი ქვეყანაში 15 ივნისიდან გახსნილია. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system