თავში

რატომ იკავებენ თავს ინვესტორები ანაკლიის პორტში მონაწილეობაზე

რატომ იკავებენ თავს ინვესტორები ანაკლიის პორტში მონაწილეობაზე
რატომ იკავებენ თავს ინვესტორები ანაკლიის პორტში მონაწილეობაზე

ანაკლიის განვითარების კონსორციუმის ხელმძღვანელი ლევან ახვლედიანი აცხადებს, რომ ინვესტორების დარწმუნება უჭირთ.

მისივე თქმით, ინვესტორების ნაწილმა, რომლებთანაც ზაფხულის შემდეგ საუბრობდნენ, უარი თქვეს პროექტში მონაწილეობაზე.

ახვლედიანის ინფორმაციით, კომუნიკაცია და მუშაობა გრძელდება, მათ შორის, მთავრობასთან.

ანაკლიის განვითარების კონსორციუმის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ვადებს დიდი მნიშვნელობა არ აქვს ისეთი პროექტისთვის, როგორიც ანაკლიის პორტია.

“არ არის მნივნელოვანი ვადები, მნიშვნელოვანია პროექტი და ის, რაც ამ პროექტისთვის არის საჭირო.ყველაფერს ვაკეთებთ, რომ პროექტი წინ წავწიოთ. ვადებზე საუბარი არ არის პორტის ინტერესებში დღეს. ის ვითარება, რაც შექიმნა პროექტის გარშემო ბოლო რამდენიმე თვე, არის აღსანიშნავი და ამ გარემოებებიდან გამომდინარე, თუ ვსაუბრობთ “საუკუნის პროექტზე”, მაშინ ყველამ უნდა გადავდოთ ჩვენი პოლიტიკური ინტერესები და დავსათ შეკითხვა, თუ რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტისთვის და შესაბამისად, ქვეყნისთვის”,- აცხადებს ახვლედიანი.

ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით განცხადება ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა, ცოტა ხნის წინ გააკეთა, ვიცე-პრემიერმა კონსორციუმს შეახსენა, რომ ვადა იწურება.

მაია ცქიტიშვილის თქმით, შიდა კაპიტალის შევსებისა და სასესხო ხელშკრულებების ხელმოწერის ვადა 16 დეკემბერს იწურება, წლის ბოლომდე,31 დეკემბრამდე უნდა მოხდეს, ე.წ., ფინანსური დახურვა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system