თავში

რატომ ვერ შეარჩიეს საპენსიო სააგენტოს დირექტორი

რატომ ვერ შეარჩიეს საპენსიო სააგენტოს დირექტორი
რატომ ვერ შეარჩიეს საპენსიო სააგენტოს დირექტორი

საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავას განცხადებით, საპენსიო სააგენტოს დირექტორის შესარჩევი კონკურსის საბოლოო ეტაპი კორონავირუსის გამო შეფერხდა. 

„საპენსიო სააგენტო მუშაობს ჩვეულებრივ რეჟიში. არსებობს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, გიორგი ჭიჭინაძე, რომელიც სრულყოფილად ახორციელებს თავის ფუნქციებს. რაც შეეხება საინვესტიციო საბჭოს ყოფილ წევრს დავით წიკლაურს, ის არის კარგი პროფესიონალი და საკმაოდ დადებითი წვლილი შეიტანა საპენსიო სააგენტოს მუშაობაში და საპენსიო რეფორმის განხორციელებაში. მისი პროფესიონალიზმის დასტურია ის, რომ საკამოდ მაღალ თანამდებობაზე გადავიდა ერთ-ერთ კომერციული ბანკში და მინდა, წარმატება ვუსურვო. ასევე გეტყვით, რომ ამ რამდენიმე ხნის წინ საპენსიო სააგენტოს საინვესტციო საბჭოსთან შეთანხმებით, რომელშიც შედიან მაღალი რანგის უცხოელი პროფესიონალები, დაინიშნა მთავარი საინვესტიციო ოფიცერი (გოგა მელიქიძე); ეს თანამდებობა მანამდე იყო ვაკანტური და ახლა საკმაოდ კარგი პროფესონალია იქ დანიშნული და მუშაობს. რაც შეეხება საპენსიო სააგენტოს დირექტორის დანიშვნას, კონკურსის პირველი ეტაპი გაიმართა. შემდეგი ეტაპი დაკავშირებულია გასაუბრებსთან, რაც მოგეხსენებათ, კორონავირუსის პირობებში არის რთული და არაა მიზანშეწონილი, რადგან ადამიანებს უნდა შევხვდეთ, უნდა მოვუსმინოთ და სჯობს, ეს გავაკეთოთ, მას შემდეგ, რაც ეპიდემია გადაივლის“, - განაცხადა მინისტრმა თურნავამ.

ცნობისთვის, საპენსიო სააგენტოს დირექტორის ვაკანსიაზე სულ 120 განცხადება შევიდა. შერჩეული კანდიდატი ამ პოსტზე 10 00-15 000 ლარის სახელფასო სარგოს სანაცვლოდ 5 წლის ვადით იმუშავებს.

ლევან სურგულაძემ საპენსიო სააგენტოს ხელმძღვანელობაზე უარი 9 დეკემბერს განაცხადა. სურგულაძემ პოსტი 2020 წლის 16 იანვრიდან დატოვა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system