თავში

მთავრობის გაფრთხილების მიუხედავად რესტორნები 6 თებერვალს მაინც გაიხსნება

რესტორნები 6 თებერვალს მაინც გაიხსნება
მთავრობის გაფრთხილების მიუხედავად რესტორნები 6 თებერვალს მაინც გაიხსნება

მთავრობის გაფრთხილების მიუხედავად რესტორნები 6 თებერვალს თვითნებურად მაინც გაიხსნება.

რესტორატორთა ასოციაციის ხელმძღვანელი შოთა ბურჯანაძე ამბობს, რომ 1000-მდე კვების ობიექტი, შეზღუდვებს არ ცნობს და ფუნქციონირებას განაახლებს.

"გადაწყვეტილების შეცვლას არ ვაპირებთ და შაბათს ქვეყნის მასშტაბით 1000-მდე კვების ობიექტი გაიხსნება“, - განაცხადებენ რესტორატორთა ასოციაციაში. 

ცნობისთვის, დღეს ეკონომიკის მინისტრმა რესტორატორები გააფრთხილა, რომ თვითნებობასა და დაუმოჩილებლობას მთავრობის მკაცრი რეაქცია მოჰყვება.

"თუ ამის უკიდურესი აუცილებლობა დადგება და მაქვს იმედი, რომ ამ დონეზე არ მივა ჩვენი ურთიერთობა, სანქცია ბუნებრივია იქნება გამოყენებული ეს არის ფიზიკური პირის მიმართ 2 000 ლარი, ხოლო იურიდიული პირის მიმართ ეს არის 10 000 ლარის ოდენობით და უკვე განმეორება იწვევს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას, რაც იწვევს დალუქვას კონკრეტული კომპანიების მიმართ“, - ამბობს შრომის ინსპექციის უფროსი ბექა ფერაძე.

6 თებერვლიდან რესტორნებმა თვითნებური გახსნა გუშინ დააანონსეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system