თავში

რის ხარჯზე იზრდება რეზერვების წყარო

რის ხარჯზე იზრდება რეზერვების წყარო
რის ხარჯზე იზრდება რეზერვების წყარო

საბანკო სფეროს სპეციალისტები რეზერვების ზრდას მთავრობის მხრიდან არებულ ვალებსა და გრანტებს უკავშირებენ. როგორც ანალიტიკოსი ნიკა შენგელია report.ge-თან განმარტავს, მოკლე და საშუალოვადიან პერიოდში რეზერვების ზრდა  დადებით ეფექტს მოიტანს, თუმცა საფრთხე თავს იჩენს გრძელვადიან პერიოდში, როდესაც ამ ვალის დაბრუნების დრო დადგება. 

,,ის ფული, რომელიც ბონდების გაყიდვით შემოვიდა, სავარაუდოდ, ეროვნულმა ბანკმა დასვა საერთაშორისო რეზერვებში და ამან გამოიწვია რეზერვების მატება. ყვვერ ვიტყვი, რომ სებ-მა ბოლო პერიოდში შეიძინა ვალუტა და რეზერვები შეავსო. სხვა შემოსავლები რეალურად არ არის, სავალუტო შემოდინებების გარდა - გრანტების, სესხების სახით მთავრობის მხრიდან. ვხედავთ, რომ რეზერვებში საქმე არც ისე ცუდადაა, შეიძლება ვთქვათ, რომ ამ ეტაპზე ძალიან კარგად არის სიტუაცია და არც მომავალში - მოკლე და საშუალო ვადიანპერიოდში ექმნება საფრთხე, რამდენადაც მთავრობა კიდევ ცდილობს დამატებითი რეზერვების მოზიდვას,  ხოლო გრძელვადიან პერიოდში უკვე თავისთავად გართულდება სიტუაცია, როცა ვალის უკან დაბრუნება, გადახდა მოგვიწევს. დღესდღეობით კი რეზერვებში საკმაო რაოდენობის თანხაა იმისთვის, რომ კურსი იყოს მეტნაკლებად დასტაბილურებული. მიუხედავად ამისა ჩვენ პროგნოზს არ ვცლით და 20 მაისიდან კვლავ ცოტათი გაუფასურდება ლარი, სავარაუდოდ, 3,45-იან დიაპაზონში იმოძრავებს", - ამბობს ნიკა შენგელია.  

ანალოგიური მოსაზრებისაა ექსპერტი ლია ელიავა, რომლის თქმითაც,  რეზერვების წყარო გაზრდილია და მთავრობამ თუ გააგრძელა ვალის აღება, შესაბამისად, რეზერვებიც შეივსება.

,,ყველა დახმარება თუ სესხი, რომელსაც მთავრობა ღებულობს, აკუმულირდება ეროვნულ ბანკში, რასაც შემდეგ იგი საჭირო მოცულობებით აწვდის მთავრობას ბიუჯეტის დეფიციტის შესავსებლად თუ სხვა ხარჯის მიზნით. დღესდღობით კი რეზერვები გაზრდილია სახელმწიფო ვალის ხარჯზე ანუ რეალურად ეს არის მთავრობის ვალი, რომელსაც ,,გემრიელად" ხარჯავს ხოლმე სებ-ი ინტერვენციებზე. ლარის კურსის ვარდნის ტენდენციის დროს ეს აუცილებელია. ეროვნულ ვალუტას ინტერვენციები აცოცხლებს და ამით გაცვლითი კურსი მეტნაკლებად სტაბილურ დონეზეა. სებ-ი ასეთ ზომებს რომ არ მიმართავდეს, ლარი უკვე კატასტროფულად იქნებოდა გაუფასურებული. ამით მეტნაკლებად შესაძლებელია, რომ ეროვნულმა ბანკმა გაცვლითი კურსი შედარებით სტაბილურ დონეზე შეინარჩუნოს. ამიტომ თქმა, რომ ინტერვენციებს შედეგი არ აქვს, ასე ნამდვილად არ არის", - ამბობს ლია ელიავა report.ge-თან.

ცნობისთვის, საქართველოს ეროვნული ბანკის თანახმად, 2021 წლის აპრილში ოფიციალური საერთაშორისო რეზერვებიწლიურად 19.0%-ით გაიზარდა და 4.1 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო წინა თვესთან შედარებით რეზერვები 0.9%-ით გაიზარდა (+34.9 მლნ აშშ დოლარი). ამის შესახებ აღნიშნულია galt and taggart-ის ეკონომიკურ მიმოხილვაში. დოკუმენტის მიხედვით, რეზერვების ცვლილება უკავშირდება მთავრობის და საბანკო სექტორის სავალუტო ოპერაციებს, და/ან აქტივების გადაფასებას.

2021 წლის მარტში ეროვნული ბანკის ოფიციალური საერთაშორისო რეზერვების მოცულობა 25.2 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა.

ცნობისთვის, 2021 წლის მარტში წინა თვესთან შედარებით, სარეზერვო ფულის მოცულობა 366.6 მლნ ლარით (-7.4 პროცენტით) შემცირდა და საანგარიშო პერიოდის ბოლოსთვის 4.6 მლრდ ლარი შეადგინა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system