თავში

რით და როგორ დაიცავს მომხმარებლის უფლებებს სემეკი

რით და როგორ დაიცავს მომხმარებლის უფლებებს სემეკი
რით და როგორ დაიცავს მომხმარებლის უფლებებს სემეკი

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს დროულს და საჭიროს უწოდებს. რევაზ არველაძის განმარტებით, კანონპროექტი, პირველ რიგში, მომხმარებლების ინტერესებს დაიცავს.

პროფესიით ენერგეტიკოსი დეპუტატის განმარტებით, იმისათვის, რომ მომხმარებელზე ზედმეტი დატვირთვა არ ქონდეს, ენერგეტიკის დარგს სერიოზული დაცვა სჭირდება

„როდესაც სისტემის ოპერატორი, იქნება ეს გადაცემის თუ გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი თავის აქციების ან ქონების 5%-ზე მეტს გაასხვისებს, ეს ნიშნავს, რომ შეიძლება იყოს 5, 15 ან 100%. შესაბამისად, კარგად უნდა ვიცოდეთ ვინ შემოდის მის პარტნიორად ან მთლიანად ვინ ჩაანაცვლებს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იქიდან გამომდინარე, რომ შეიძლება ეს ორგანიზაცია ფულის გათეთრების მიზნით შემოდიოდეს ან სხვა რაიმე მიზნით, რომელიც შემდგომში სწორედ მომხმარებელზე ტარიფების სახით აისახება," - განმარტავს ენერგეტიკოსი და დასძენს, რომ ნებისმიერი ინვესტიცია, რომელიც ფულის გათეთრების მიზნით იქნება განხორციელებული, შემდგომ ის ტარიფში გადავა და მომხმარებელს მძიმე ტვირთად დააწვება. აქედან გამომდინარე დეპუტატი იწონებს დაგეგმილ ცვლილებას, რომლის მიხედვით, მარეგულირებელი კომისია შეისწავლის, როგორი ბექგრაუნდი ან გამოცდილება აქვს ენერგეტიკის სფეროში ამ კომპანიას, როგორია ამ ორგანიზაციის ფულის წარმოშობა და სხვა და ანალიზის საფუძველზე გათვლის რისკებს და მიირებს გადაწყვეტილებას დაუშვას თუ არა ის ენერგობაზარზე.

"სანამ ეს ტრანზაქცია მოხდება და სანამ გასხვისდება ან გაიყიდება 5%-ზე მეტი წილი, მანამდე მარეგულირებელი კომისია გადაწყვეტილებას მიიღებს იმის მიხედვით როგორი ბექგრაუნდი ან გამოცდილება აქვს ენერგეტიკის სფეროში მუშაობის, როგორია ამ ორგანიზაციის ფულის წარმოშობა და ასე შემდეგ. კომისია შესაძლებლობას მისცემს ორგანიზაციას დააზუსტოს ეს მონაცემები, შემდგომ ან დაეთანხმება ან უარს ეტყვის საქართველოს ენერგეტიკულ სივრცეში შემოსვლაზე“, - განმარტავს არველაძე.

კანონპროექტი, საქართველოს პარლამენტში სემეკმა გუშინ წარადგინა.

დავით ნარმანიამ განმარტა, რატომ იზრდება სემეკის უფლებამოსილება

ცნობისთვის, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) შესაძლოა, უფლებამოსილი გახდეს, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში მომუშავე კომპანიებს ხუთ პროცენტზე უფრო მეტი წილის/აქციების გასხვისება აუკრძალოს.

კანონპროექტის მიხედვით, თავის მხრივ, კომისია ვალდებულია, შეისწავლოს მიღებული შეტყობინება და გასცეს თანხმობა ან აკრძალოს შერწყმა, წილის ან აქციების გასხვისება, მაკონტროლებელი პირის (საბოლოო ბენეფიციარის) ცვლილება ან და საოპერაციო აქტივის გასხვისება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system