თავში

რით შეძლებს საქართველო ინვესტორების ყურადღების მიქცევას

რით შეძლებს საქართველო ინვესტორების ყურადღების მიქცევას
რით შეძლებს საქართველო ინვესტორების ყურადღების მიქცევას

covid-19-ით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის დროს, როცა ლამის მთელი მსოფლიო განიცდის ინვესტიციების სიმცირეს, საქართველომ შესაძლოა ინვესტორების ყურადღება მიიქციოს. ასეთი ოპტიმიზმის საბაბს, სტატისტიკოს სოსო არჩვაძის აზრით, ჩვენი ქვეყნის ,,მწვანე ზონად" აღიარებაა, რასაც ეპიდემიასთან ეფექტური ბრძოლა და საქართველოს შედარებით უსაფრთხო მდგომარეობა განაპირობებს.

,,ყოველი ახალი უცხოელი ინვესტორის შემოსვლა სერიოზულ ცვლილებას იწვევს ინვესტიციების სტრუქტურაში. ადრე ირლანდია მოწინავე პოზიციაზე იყო სათამაშო ბიზნესში განხორციელებული ინვესტიციციების გამო, ახლა ამ ადგილს გაერთიანებული სამეფო იკავებს. დროთა განმავლობაში, თუ აღმოსავლეთიდან  რამე არსებითი ცვლილება არ მოხდება, ევროპული მიმართულებიდან ინვესტიციებს მაინც და მაინც არ უნდა ველოდოთ. ეს დაახლოებით იგივეა, რომ ,,ელოდე ამინდის დაწყებას ზღვაზე", რაც ჩვენზე ნაკლებადაა დამოკიდებული. თუმცა თუ შევძლებთ, რომ სხვა ქვეყნებთან შედარებით, შეფარდებითი უსაფრთხო მდგომარეობა შევინარჩუნოთ პანდემიის პეიოდში, როგორც ,,მწვანე ზონა", ინვესტორების ყურადღებას მივიქცევთ. ამ თვალსაზრისით, სამედიცინო სექტორში დახარჯული ფული უნდა განვიხილოთ, როგორც გრძელვადიანი ინვესტიცია, რაც საშუალებას აძლევს საქართველოს, რომ  არსებული და პოტენციური ინვესტორებისთვის მიმზიდველი გახდეს", - აცხადებს სტატისტიკოსი და დასძენს, რომ ინვესტიციების მოზიდვა შესაძლებელია ერთდროულად რამდენიმე მიმართულებით, რა მხრივაც არჩევანი ინვესტორებისთვის შეუზღუდავია. 

,,საქართველოს იმდენად საინტერესო ლიბერალური საგადასახადო რეჟიმი აქვს, რომ აქ აბსოლუტურად ყველა სახის ბიზნესისთვის იქნება ადგილი, დაწყებული ყბადაღებული სათამაშო ბიზნესით და, დამთავრებული, რეალური სექტორის, გადამამუშავებელი მრეწველობის განვითარებით, ასევე ინფორმაციულ-ტექნოლოგიური დარგებისა და მაღალტექნოლოგიური სამხედრო დანიშნულების კომპონეტების ჩათვლით. ბევრი რამ დამოკდიებულია საარჩევნო ძალებზე, რომლებიც აქცენტს რეალური სექტორის განვითარებაზე გააკეთებენ. ვფიქრობ, რომ ასეთი მხარდაჭერა ქვეყნის საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში ინვესტიციებზე დადებითად აისახება", - განუცხადა არჩვაძემ report.ge-ს.

ცნობისთვის, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, სამი უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნის წილმა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების საერთო მოცულობაში, 2019 წელს 41.6 პროცენტი შეადგინა. პირველ ადგილზე გაერთიანებული სამეფო იმყოფება 18.0 პროცენტით, მეორეზე თურქეთი 13.4 პროცენტით, ხოლო მესამე ადგილს, 10.2 პროცენტით, ირლანდია იკავებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system