თავში

როდის ამოქმედდება ეკონომიკის გახსნის მეექვსე ეტაპი

როდის ამოქმედდება ეკონომიკის გახსნის მეექვსე ეტაპი
როდის ამოქმედდება ეკონომიკის გახსნის მეექვსე ეტაპი

პანდემიის პირობებში დახურული მთავრობამ ეკონომიკის გახსნის გეგმა მთავრობამ  6 ეტაპად წარმოგვიდგინა და აქედან ხუთი ეტაპი ქვეყანამ უკვე გაიარა, მეექვსე ეტაპი კი ჯერ არც განიხილება. როგორც report.ge-ს შრომის ინსპექტირების დეპარტამენტში განუცხადეს, უახლოეს მომავალში დარჩენილი საქმიანობების გახსნის დაშვება დღის წესრიგში არ დგას.

"თუ როდიდან გაიხსნება დარჩენილი ეკონომიკა, უახლოეს მომავალში აქტუალურად არ დამდგარა ამის საჭიროება.  ამ ეტაპზე კვლავ კონსულტაციების და მოლაპარაკებების პროცესში ვართ.გადაწყვეტილებას უწყებათშორისო საბჭო მიიღებს“, - გვითხრეს დეპარტამენტში.

კონომიკური საქმიანობის გახსნის მე-6 ეტაპი 6 ივლისიდან უნდა დაწყებულიყო და მასში შედიოდა: გასართობი, სპორტულ - გამაჯანსაღებელი, შემოქმედებით საქმიანობა, აზარტული და სხვა მომგებიანი სათამაშო ბიზნესი, სასტუმროები(უკვე გაიხსნა), საგანმანათლებლო დაწესებულებები, ყველა სხვა საქმიანობა.

1 ივნისიდან საქართველოში ეკონომიკის დაჩქარებული ტემპით გახსნა დაიწყო.

ეკონომიკის გახსნის კვალდაკვალ სესხების გაცემის ტემპი დაჩქარდა, რაც იმას ნიშნავს რომ ბანკები ეკონომიკის დაკრედიტებას შეუდგნენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system