თავში

როდის დაუბრუნდება ეკონომიკა პანდემიამდე ნიშნულს

როდის დაუბრუნდება ეკონომიკა პანდემიამდე ნიშნულს
როდის დაუბრუნდება ეკონომიკა პანდემიამდე ნიშნულს

ფინანსთა მინისტრის ივანე მაჭავარიანის პროგნოზით, ქართული ეკონომიკა უკვე მომავალ წელს დაუბრუნდება პანდემიამდე ნიშნულს.

მინისტრი ბიზნესს საბიუჯეტო გადასახადების დაბალი დონის შენარჩუნებას და სახელმწიფოს მიერ კერძო სექტორის მხარდამჭერი პროექტების დაფინანსების გაგრძელებას უანონსებს.

მისივე პროგნოზით, 2024 წლისთვის უზრუნველყოფილი იქნება ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების 85%-ის შესრულება.

„მყარად იქნება დაცული საკუთრების ხელშეუხებლობა და თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის პრინციპები. შენარჩუნდება საბიუჯეტო გადასახადების დაბალი დონე, გაგრძელდება სახელმწიფოს მიერ კერძო სექტორის მხარდამჭერი პროექტების დაფინანსება გაღრმავდება ქვეყნის საგარეო ეკონომიკური ურთიერთობები. დასრულდება სახელმწიფო საწარმოების, დღგ-ის ავტომატური დაბრუნების, კაპიტალის ბაზრის, საპენსიო, წიაღის, გადახდისუუნარობის, მეწარმეთა შესახებ კანონის, ენერგეტიკისა და საგადასახადო დავების რეფორმები. შედეგად, ქართული ეკონომიკა უკვე მომავალ წელს დაუბრუნდება პანდემიამდე ნიშნულს. 2024 წლამდე, სულ მცირე, 40%-ით გაიზრდება, შეიქმნება დამატებით 200 ათასი სამუშაო ადგილი“, – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

ცნობისთვის მთავრობა მომავალ წელს 5%-იან ეკონომიკურ ზრდას ელის. 2021 წლის ბიუჯეტი 5%-იანი ეკონომიკური ზრდის პირობებში არის დაგეგმილი.

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი კი საქართველოში წელს 5%-იან ეკონომიკურ ვარდნას ვარაუდობს. მომავალ წელს კი, EBRD-ის ექსპერტების შეფასებით, მხოლოდ 3.5%-იანი ზრდა იქნება. EBRD-ის მიხედვით, წელს ეკონომიკა მთლიანობაში სამხრეთ კავკასიის რეგიონში 4.5%-ით შემცირდება, 2021 წელს კი, ეკონომიკური აღდგენა მხოლოდ 2.5%-ით მოხდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system