თავში

როგორ იცავს თავს საქართველო კალიებისგან

როგორ იცავს თავს საქართველო კალიებისგან
როგორ იცავს თავს საქართველო კალიებისგან

ამჟამად სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალიზებული ტექნიკა მცხეთა–მთიანეთის რეგიონში, სოფელ წეროვანის მიმდებარე ტერიტორიაზე შეწამვლით სამუშაოებს ახორციელებს. დღეის მდგომარეობით, რეგიონში კალიის საწინააღმდეგოდ 2700 ჰექტარი ფართობია დამუშავებული. ფართობები სპეციალიზებული ტექნიკის საშუალებით შესაბამისი პრეპარატით მუშავდება.

უწყების განმარტებით, ღონისძიებები ხელს უწყობს მწვანე საფარის შენარჩუნებას, სასოფლო-სამეურნეო კულტურების დაცვას და ეკონომიკური ზარალის თავიდან აცილებას. სურსათის ეროვნული სააგენტო კალიის საწინააღმდეგო შეწამვლას აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონებში ყოველწლიურად ატარებს. მონიტორინგის და ღონისძიებების ეფექტიანად დაგეგმვის მიზნით, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მხარდაჭერით ყოველწლიურად ტარდება ტრანსსასაზღვრო კვლევები საქართველოს და მეზობელი ქვეყნების მცენარეთა დაცვის სპეციალისტების მონაწილეობით.

შეგახსენებთ, წელს კალიების გავრცელების მაჩვენებელი მაღალია. სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ თბილისის შემდეგ, კალიების დიდი რაოდენობა ამჯერად წეროვანში გამოჩნდა.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, კახეთის, შიდა ქართლის, ქვემო ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებში კალიის საწინააღმდეგოდ 35 ათასი ჰექტარი ფართობია დამუშავებული. უწყება კალიების სიჭარბეს წელს კლიმატურ პირობებს უკავშირებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system