თავში

როგორ მოხდება თვითდასაქმებულების აღრიცხვა

როგორ მოხდება თვითდასაქმებულების აღრიცხვა
როგორ მოხდება თვითდასაქმებულების აღრიცხვა

თვითდასაქმებულების, ანუ არაფორმალურად დასაქმებულების აღრიცხა, რა თქმა უნდა, პრობლემაა. ამასთან, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ დასაქმებული, მიუხედავად იმისა, რამხელა ხელფასს იღებს, გადასახადს ყველა უნდა იხდიდეს, მაგრამ ჩვენ გვესმის, რომ კრიზისულ მდგომარეობაში ვიმყოფებით, ამიტომ ამ პრინციპით ჩვენ ადამიანებს არ გავარჩევთ- ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის პრეზენტაციის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა განაცხადა.

გიორგი გახარიას თქმით, ეს არ იქნება მარტივი, ამიტომაც სოციალური დახმარების სააგენტოს სპეციალური პროტოკოლი, რომლის მიხედვითაც არაფორმალურად დასაქმებული უმარტივესი გზით, როგორც კი შეძლებს დაადასტუროს შემოსავალი, ესეც კი საკმარისი იქნება იმისთვის, რომ მათზე სოციალური დახმარება გაიცეს.

ამიტომ ელემენტარული დოკუმენტები საკმარისი იქნება იმისთვის, რომ სოციალური დახმარების სააგენტომ გაითვალისწინოს და და შესაბამისი დახმარება გასცეს“- განაცხადა გიორგი გახარიამ.

შეგახსენებთ, მთავრობამ ანტიკრიზისული გეგმა წარადგინა. დახმარება შესთავაზა, როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირებს.

კრიზისული მენეჯმენტისთვის ხელისუფლება 3 მილიარდ ნახევარს დახარჯავს.

მთავრობა ბანკებს 600 მილიონ ლარს მიაწვდის.

მთავრობის გადაწყვეტილებით, ეკონომიკა ექვს ეტაპად გაიხსნება.

მთავრობამ მეწარმეების მეტი მხარდაჭერისთვის "აწარმოე საქართველოს" პროგრამაში თანადაფინანსების მექანიზმი შეცვალა და სახელმწიფოს მონაწილეობა პროცენტის დაფინანსებაში გაიზარდა.

სოფლად მცირე ბიზნესის წამომწყებიც კი 30 ათასი ლარით დაფინანსდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system