თავში

როგორ შეცვალა აქციზის გაძვირებამ თამბაქოს ბაზარი

როგორ შეცვალა აქციზის გაძვირებამ თამბაქოს ბაზარი
როგორ შეცვალა აქციზის გაძვირებამ თამბაქოს ბაზარი

ACT Impact-ის კვლევის მიხედვით, მწეველების დაახლოებით, მესამედი გადასახვევ თამბაქოს მოიხმარს. ორგანიზაციის ინფორმაციით, თამბაქოზე აქციზის მომატებამ სიგარეტის უფრო იაფფასიანი და დაბალი ხარისხის ალტერნატივით ჩანაცვლებით  ჯანმრთელობისთვის უფრო დიდი რისკები შექმნა.

ACT Impact-მა სატელეფონო გამოკითხვა შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ქვეყნის მასშტაბით ჩაატარა. გამოკითხვამ აჩვენა, რომ მწეველები გადასახვევ თამბაქოს ხელმისაწვდომი ფასის გამო მოიხმარენ. მწეველთა 14.9%-მა, რომელთაც იციან გასახვევი თამბაქოს არსებობის შესახებ, თუმცა, არასდროს მოიხმარდნენ, განაცხადეს, რომ მომავალში აპირებენ პროდუქტის მოხმარებას.

„ამავე ჯგუფის 16,1%-მა არ იცის, რას იზამს და როგორ შეცვლის ქცევას. კვლევამ ასევე აჩვენა, რომ ყოფილმა მწეველებმა მოწევას თავი უმეტესად ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დაანებეს (54.6%), ხოლო გაზრდილი ფასები ბარიერად მხოლოდ 5.3%-მა დაასახელა. აღსანიშნავია, რომ გამოკითხულთა უმეტესობას ურჩევნია ფილტრიანი სიგარეტის გადასახვევი თამბაქოთი ჩანაცვლება, ვიდრე უფილტრო ბრენდირებული თამბაქოთი“,- ნათქვამია კვლევაში.

ამავე თემაზე იხილეთ: შემცირდა თუ არა კონტრაბანდა სიგარეტის ნაწარმზე რეგულაციების ამოქმედებით

როგორია თამბაქოსთვის ამოქმედებული ახალი რეგულაციების შედეგი

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system