თავში

რომან გოცირიძე: ივანიშვილმა მორიგი მოსყიდვის აქტი განახორციელა

რომან გოცირიძე: ივანიშვილმა მორიგი მოსყიდვის აქტი განახორციელა
რომან გოცირიძე: ივანიშვილმა მორიგი მოსყიდვის აქტი განახორციელა

ფონდ "ქართუსა" და ბიძინა ივანიშვილის მიერ ყოფილი იპოდრომის ტერიტორიის თბილისის მუნიციპალიტეტისთვის უსასყიდლოდ გადაცემას ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

მან ეს ნაბიჯი ამომრჩევლის მოსყიდვად შრესაფასა.

"ივანიშვილმა იპოდრომი თბილისის მერიას დაუბრუნაო. მე რომ ვაკის პარკი მომცეთ შეღავათიან ფასად, ერთ ნაწილში ბეტონის კორპუსები ავაშენო, მეორე ნაწილი კი უკან დავაბრუნო საარჩევნოდ, როგორი ბიჭი ვიქნები? მანიპულატორი და ამომრჩევლის მომსყიდველი. იპოდრომი გაიყიდა იმ პირობით, რომ ერთ ნაწილში იქნებოდა რეკრეაციული ზონა, მეორეში თანამედროვე განაშენიანებული სივრცე. სინამდვილეში რა მივიღეთ? ის ტერიტორია, სადაც იყო საჯინიბოები, სასტუმრო კოტეჯები და სხვა ინფრასტრუქტურა, დაინგრა, ნაწილ-ნაწილ გაიყიდა და ბეტონის მრავალსართულიანი საცხოვრებელი კომპლექსები წამოიჭიმა. რაც გადაიხადა, ამოიღო ივანიშვილმა. იპოდრომის გავერანებას დიდი ხანია აპროტესტებს ხალხი. პირველად იქ პარკის გაშენების მოთხოვნით აქცია წამოიწყო სოციალურ ქსელში ჩვენმა საამაყო მომღერალმა ანიტა რაჭველიშვილმა. ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი მთავარი დაპირება თბილისის მერის არჩევნების დროს იყო ამ ტერიტორიის გამოსყიდვა და ქალაქის ცენტრალური პარკის აშენება. ამას ითხოვდა მთელი საზოგადოება. იქ არავინ გააბედვინებდა ვინმეს კორპუსების აშენებას. ადრე თუ გვიან, მანდ პარკი გაშენდებოდა," - ამბობს რომან გოცირიძე და დასძენს, რომ ივანიშვილმა მორიგი მოსყიდვის აქტი განახორციელა. 

"ვერ უშველის ეს. განადგურებული ”ლაგუნა ვერეც” და მიმდებარე აბრეშუმის ფაბრიკაც რომ მიაყოლოს ამ ”საჩუქარს”, მაინც ვერაფერი გადაარჩენს დამარცხებისთვის განწირულ რეჟიმს," - წერს გოცირიძე ფეიქბუქპოსტში.

ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე ცენტრალური პარკი გაშენდება. ტერიტორია საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდმა „ქართუმ“ კერძო მესაკუთრეებისგან გამოისყიდა და თბილისის მუნიციპალიტეტს საკუთრებაში უსასყიდლოდ გადასცა. აქ პარკის მშენებლობას "ქართუ" დააფინანსებს და, წინასწარი გათვლით, ის რამდენიმე ათეული მილიონი დაჯდება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system