თავში

სად მიდის ყოფილი ბიზნესომბუდსმენი

სად მიდის ყოფილი ბიზნესომბუდსმენი
სად მიდის ყოფილი ბიზნესომბუდსმენი

მას შემდეგ რაც ირაკლი ლექვინაძემ ბიზნესომბუდსმენის პოსტი დატოვა, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ის ორ პოზიციაზე მოიაზრება. ნაწილი მას ეკონომიკის მინისტრობას უწინასწარმეტყველებს, ზოგი კი კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარედ განიხილავს.

ირაკლი ლექვინაძემ ბიზნესომბუდსმენის თანამდებობა დღეს დატოვა

ამჟამად კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი დავით ჭიჭინაძეა, რომელიც თავის დროზე ნოდარ ხადურის 1-ლი მოადგილის პოსტს იკავებდა.

იმაზე საუბრისგან, თუ სად გააგრძელებს მუშაობას, თავად ლექვინაძე თავს იკავებს. ერთადერთი, რაც მან დააკონკრეტა ისაა, რომ ეკონომიკის მინისტრის პოსტზე, ან სამინისტროში რაიმე თანამდებობაზე მისი დასაქმება ამ ეტაპზე არ განიხილება.

რაც შეეხება იმას, თუ ვინ დაიკავებს ბიზნესომბუდსმენის ვაკანტურ თანამდებობას, მედიაში ამ პოსტზე მიხეილ დაუშვილს მოიაზრებენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system